ირაკლი ჭეიშვილი: ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებულები არიან, გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიის წინაშე

ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებულები არიან, გამოცხადდნენ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის წინაშე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისი თქმით, არის კონკრეტული კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და გარკვეულ პირებს არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე, ისინი თავის არიდებას ცდილობენ.
„საგამოძიებო კომისია შექმნილია პარლამენტის მიერ და შესაბამისად, ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებულები არიან, გამოცხადდნენ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის წინაშე. სხვა შემთხვევაში, სამართლებრივი ფორმები იქნება მიღებული. თუ რატომ არ ცხადდებიან, საზოგადოებისთვის ნათელია. არის კონკრეტული კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და მათ არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე, ცდილობენ თავის არიდებას“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში ხვალ, 14 აპრილს, დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც დაბარებულია გიორგი გახარია. კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან და ყოფილ პრემიერთან თანამდებობებზე ყოფნის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. საუბარია მათ შორის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
1744656062
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება, შემდეგ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს
ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება და გახლეჩილი საზოგადოების მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს, რითაც...
1744653683
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მისცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაგანაცხადა, რომ მან რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მისცა. „პუტინს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მივეცი“, - განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის თარიღი არ დაუკონკ...
1744651954
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მზად ვართ, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი, შემდეგ კი ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მმართველი გუნდის მიერ განხილული საკითხებიდან, მდინარაძემ ყურადღება გაა...
1744650963
ახალი ამბებისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს მორიგი განცხადება გააცნო. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარ...
1744648343
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: გიორგი გახარია სულ რომ მართალი ყოფილიყო, სახელმწიფო ინტერესები კი არ დაიცვა - ბოლომდე მიიყვანა საქმე და მერე გადადგა, უბრალოდ, საკუთარი ეგო ანაცვალა ქვეყანას
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, გიორგი გახარია სულ რომ...