ირაკლი კირცხალია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში, დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და გაწევრიანდნენ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში

„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გარეტ უორდის განცხადებას.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ბევრ დიპლომატს დიპლომატიის არსი დაავიწყდა და ასევე, რას ნიშნავს იყო დიპლომატი.
„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაავიწყდა კონვენცია, დიპლომატიის არსი და დაავიწყდა, რას ნიშნავს იყო დიპლომატი და ეწეოდე დიპლომატიურ საქმიანობას, ხელმძღვანელობდე დიპლომატიურ მისიას მასპინძელ ქვეყანაში. ეს არის სრულიად სტანდარტის არ არსებობა, რასაც ისინი აკეთებენ და არაერთხელ გვითქვამს კონკრეტული ელჩების მიმართებით - დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი, გაწევრიანდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ დე ფაქტოდ, ეს ხალხი ამას აკეთებს“, - აღნიშნავს კირცხალია.
1752500076
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7149 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1752498001
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტის შესახებ ისაუბრა. „დღეს, სამეგრელოში შევხვდით მეფუტკრე ფერმერებს. მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე ბა...
1752496534
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზანი არის ერთი, საქართველო გახადონ პროქსი სახელმწიფო
„პირდაპირ და ნათლად არის ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში, დაფუძნებული უტიფარ სიცრუესა და ტყუილზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ 17 ევროპული ს...
1752495394
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია გახარიასა და ხაზარაძის გაერთიანებაზე: მოვუწოდებ მათივე პატრონებს, ნუ იღლიან თავს ამ დივერსიფიცირებით და სხვადასხვა სცენარებით ჩვენი საზოგადოების მოტყუებით, ჩვენი საზოგადოება არ მოტყუვდება
„ეს ყველაფერი ხომ იმ დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქ ჩამოდის და შემდეგ დიპლომატიური კორპუსიდან, აქ ადგილზე მოქმედი თუ მათი ვიზიტებიდან მოდის დავალებები სხვადასხვა ფანჩატურში“, - ამის შესახებ ფრაქცია...
1752493315
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან
„ნოდარ მელაძეს თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ აინტერესებს, რაც „ტვ პირველს“ უთქვამს, რაც მაგათ გაუკეთებიათ თორნიკე რიჟვაძეზე და ხაზგასმით ვამბობ - რაც დაუბრალებიათ, ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს - ასეთ გაწ...