ირაკლი კირცხალია: სააკაშვილი იყო მთავარი კრიმინალი მისი ხელისუფლების პერიოდში, გვახსოვს მისი გეგმებიც, თუ რა მიზნით შემოიპარა არაჟნებთან ერთად ყოფილ პრეზიდენტად წოდებული

„ბატონი [მიხეილ] სააკაშვილი, რომელიც იყო მთავარი კრიმინალი მისი ხელისუფლების პერიოდში და შემდეგ ცდილობდა ყველანაირად, სანამ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც დღეს არის, იქიდანაც კი ცდილობდა, მაქსიმალურად ანტისახელმწიფოებრივი საქმე ეფინანსებინა და ეკეთებინა ჩვენს ქვეყანაში თავისივე აგენტებზე დაყრდნობით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიით ხელისუფლებამ „ქურდების, ყაჩაღების და ა.შ. სრული რეაბილიტაცია“ მოახდინა. ამასთან, სააკაშვილმა კომისიის მუშაობას „კრიმინალების კონტრრევოლუცია“ უწოდა.
კირცხალიას თქმით, გვახსოვს მისი გეგმები, თუ რა მიზნით შემოიპარა არაჟნებთან ერთად ყოფილ პრეზიდენტად წოდებული. შესაბამისად, მის განცხადებებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არათავსებადია.
„ბატონი სააკაშვილი როდესაც ასეთ შეფასებას აკეთებს, რომელიც იყო მთავარი კრიმინალი მისი ხელისუფლების პერიოდში და შემდეგ ცდილობდა ყველანაირად, სანამ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც დღეს არის და აღსრულდებოდა სამართალი მის მიმართ, იქიდანაც კი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად ანტისახელმწიფოებრივი საქმე ეფინანსებინა და ეკეთებინა ჩვენს ქვეყანაში თავისივე აგენტებზე დაყრდნობით. გვახსოვს მისი შემოსვლაც და მისი გეგმებიც, თუ რა მიზნით შემოიპარა არაჟნებთან ერთად ყოფილ პრეზიდენტად წოდებული. რაც შეეხება მის განცხადებებს, ამაზე უბრალოდ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არათავსებადია მასთან.
ხოლო რაც შეეხება რას ველოდებით ჩვენ საგამოძიებო კომისიისგან, ველოდებით იმ მყარ დასკვნას, რომელსაც ძალიან სკურპულოზურად შეადგენს საგამოძიებო კომისია და რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დასაყრდენი ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“, რომ ჩვენ წარვადგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოში მყარი სარჩელი ამ მართლა მოღალატეების და მოძალადეების წინააღმდეგ და ერთხელ და საბოლოოდ ჩამოცილდნენ ქართულ პოლიტიკას ეს მავნებლები და ეს აგენტურული ქსელი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1746256994
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...
1746255324
სპორტისაქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივოზიონის A ჯგუფში იასპარეზებს
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ბოლო მატჩში ტაილანდი ანგარიშით 15:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო და ტურნირი პირველ ადგილზე დაა...
1746252450
მსოფლიოილონ მასკი: „ენჯეოების“ თაღლითობის არსი იმაშია, რომ მათი მიზანი თითქოს, ქველმოქმედებაა. სინამდვილეში კი ისინი ფულის მითვისებით არიან დაკავებულნი
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აზიარებს კომენტარით „დიახ“. პოსტში მოყვანილია მისი სიტყვები „ენჯეოების“ რეალურ მიზნებთან დაკავშირებით. მასკი...
1746252326
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისს, საქართველოში წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონშ...
1746218944
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიციის რეიტინგი განახევრებულია - 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან
ოპოზიციის რეიტინგი, ყველაზე მინიმუმ, განახევრებულია. 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგ...