ირაკლი კირცხალია უკრაინაზე: ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით და მოვერიდებით ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი, შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ

პირადად მე, ჩვენს გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კირცხალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ერიდებოდა და მოერიდება ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი ფაქტები.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ რა კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით, ნამდვილად არ ვიცით. პირადად მე, ჩვენს გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, სრულიად გაუგებარი ნაბიჯები, თუნდაც ბატონი ზელენსკის მხრიდან. ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით, ვერიდებით და მოვერიდებით ბევრ საუბარს ომში მყოფ ქვეყანაზე, მაგრამ არის მშრალი ფაქტები, მშრალი, შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ. სრულიად დაუმსახურებელი ქმედებები, ელჩის გაწვევა სრულიად უდროოდ, მიტინგებზე ჩართვა, მოწოდებები უმაღლესი თანამდებობის პირებისგან. რომ ვთქვა, ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ, ან საზოგადოებას, პირველ რიგში, ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია, შემდეგ - საზოგადოება. ერთადერთი, ყოველთვის არსებობს გზა. ჩვენ როდესაც სხვადასხვა ქვეყანასთან ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვას და ახალ ფურცელზე, ჩვენი მხრიდან ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ევროკავშირიდან და ბრიუსელიდან რა შეურაცხყოფაც მიღებული გვაქვს, რა თავდასხმაც გვაქვს მოგერიებული, პირდაპირ ომის საფრთხის წინაშე რომ ვიყავით დაყენებული, მათ შორის უკრაინის მაღალჩინოსნები იყვნენ ამ მოწოდებებში ჩართული, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ ვამბობთ, მზად ვართ, პოლიტიკა ახალი ფურცლიდან [დავიწყოთ], ამ ახალ ფურცელს თავისი წინაპირობები აქვს როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში, ჩვენი მხრიდან, რომ ისევ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ნებისმიერი მხარის მხრიდან გააზრებული იქნება, რომ გავიგეთ, მოდით ახლა, რაც იყო იყო, ამას პირობითად დავანებოთ თავი, არ გავიხსენოთ არცერთმა და მოდით დღეს გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც ღირსეულია თქვენი ქვეყნისთვის, ემსახურება თქვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს, ემსახურება იმ ეკონომიკურ სტაბილურობას, რომელი ეკონომიკური სტაბილურობაც უნდა იყოს ჩვენს რეგიონში, რომელიც ემსახურება თქვენს კიდევ უფრო გაძლიერებას, რით დაგეხმაროთ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზა, ეს ხაზი, რასაც შუა დერეფანი ჰქვია, იყოს გაძლიერებული, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. მზად ვართ მათი მხრიდან იმ ყველაფრის გადააზრების, თუ რა გამოვიარეთ და შემდეგ ამ ყველაფრის ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალ ურთიერთობაზე გადასვლის. ამას წლებია, ვამბობთ. იგივე შემიძლია გავიმეორო ბატონი ზელენსკის მიმართ“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779914520

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლა...

ირაკლი კირცხალია

1779913642

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს

ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კი...

 ირაკლი კირცხალიამ

1779913107

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან

მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრა...

 ირაკლი კირცხალია

1779911792

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი

ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, „დიფ სთეითის“ ხელდასხმული ე.წ. პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - გან...

ირაკლი კირცხალია

1779911171

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს

ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირულ...

ირაკლი კირცხალია