ირაკლი კობახიძე: 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

პრემიერის თქმით, როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა.

„როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა ბევრი წლის განმავლობაში როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებისთვის, ისე ჩვენი პარტიული ამოცანების მისაღწევად. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში და მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

ჩვენ ვემზადებით, მათ შორის, არჩევნებისთვის და ამ კუთხით ბუნებრივია, გვაქვს სერიოზული სამზადისი, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები. მერებმა მიიღეს გადადგომის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ არის მოახლოებული არჩევნები და შესაძლოა ამ დროს მათ ჩათვალეს ყველაზე მიზანშეწონილად ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით და მზად ვართ ყველა მუნიციპალიტეტში. ვემზადებით აქტიურად არჩევნებისთვის და 64-ვე მუნიციპალიტეტში და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747314996

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7425 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7436 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი

1747313889

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: დიპლომატების დიდი ნაწილი, დღეს ოპოზიციის მსგავსად იქცევა და საერთაშორისო ნორმებს უხეშად არღვევს, მათთვის მიუღებელი საქართველოს წინსვლა და წარმატება, რაც აშკარად, რევოლუციური მზადების ნაწილია

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ზაზა შათირიშვილის წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს დიპლომატიური კორპუსის მოქმედებაზე საქართველოში. მისი თქმით, დიპლომატთა ნაწილის ქმედებები არა...

დავით ჩიხელიძე

1747313572

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: გიორგი მშვენიერაძე ორჯერ შემოვიდა ჩემთან, ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი - მისი სათქმელი იყო საპროცესო გარიგება, ქონებების დათმობა და 5 მილიონი დოლარი

ორჯერ შემოვიდა ჩემთან [გიორგი მშვენიერაძე], ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი, ჩემთან მისი შემოსვლა ერთხელ ან ორჯერ მოხდა. ჩემი ოჯახის არჩევანი ის არ ყოფილა, - განაცხადა „ნაციონალური მო...

ბესარიონ ხვინთელიან

1747311614

ახალი ამბები

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან ერთად, პარტიულ სტრუქტურებს ა...

ქართული ოცნება

1747309278

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე: უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა

„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისი პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავში...

მამუკა მდინარაძე