ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლება კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას შეძლებს, რაც ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვაზე უსათუოდ აისახება

„ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება“, - ამის შესახებ ნათქვამია ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.
„ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება.
შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.
როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში! ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!“ - აღნიშნულია ღია წერილში.
1747136094
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ლოგიკურია, აშშ-მა მოინდომოს ურთიერთობათა ახალი ნიშნულიდან დაწყება და პასუხი გაეცეს უსამართლობას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხდებოდა
„ყველანაირ ღირებულებებით ნაწილში როდესაც ვემთხვევით, ლოგიკურია, აშშ-მა მოინდომოს ურთიერთობების ახალი ნიშნულიდან დაწყება, პასუხი გაეცეს უსამართლობას, რაც საქართველოს მისამართით ბაიდენის ადმინისტრაციის...
1747135904
მსოფლიოპარიზის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
პარიზის სასამართლომ ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 18-თვიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 76 წლის მსახიობს სექსუალურ შევიწროე...
1747134296
საზოგადოებასოზარ სუბარი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის სწრაფი განვითარება და საბოლოოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შეახსენა, უკრაინის თემასთან დაკავშირებით, საერთაშორისო აქტორების მიერ, სხვადასხვა დროს გაკეთებული ის განცხადებები, რომლებიც ად...
1747133131
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, გარეტ უორდთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამ...
1747131447
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: პრეზიდენტ ტრამპს „დიფ-სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც
პრეზიდენტ ტრამპს დიფ-სთეითის წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც. ქართველ ხალხს უღირსად არაერთხელ მოექცნენ, მაგრამ ჩვენი ქვეყ...