დავით ქართველიშვილი: საქართველო იმყოფება „ცალმხრივი მეგობრობის“ მძევლობაში - უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, „ევროსაბჭოთა კავშირი“, ამერიკა, საიდანაც გამოსვლის დროც დგება - ოღონდ ბურთიც და მოედანიც ვაშინგტონის მხარეზეა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის და ვიცე-პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ღია წერილს, სოციალური ქსელით ეხმიანება.
ექსპერტი ირაკლი კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, რეაგირების ორ ვარიანტს განიხილავს და დეტალურად წერს საქართველოს უპირატესობაზე.
„ასე მასწავლეს, სანამ რაიმე მნიშვნელოვან ქმედებაზე თუ სათქმელზე გადახვალ, თუ ამის დრო გაქვს: ათჯერ სრულად თქვი იესოს ლოცვა, თუ ჩქარობ - მისი შემოკლებული ვარიანტი („უფალო შეგვიწყალე“). საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისადმი ღია წერილის გამოქვეყნებიდან ამ „ოქროს წესის“ დაცვის ორივე ვარიანტი მქონდა. ამიტომ, ახლა უკვე შემიძლია და დავიწყებ.
დავიწყებ ჩემი საყვარელი მიდგომით: ძირს ქართული ტრადიციული პოლიტიკური სულსწრაფობა და მოთმინებით დაველოდოთ რეაგირებას ამ ღია წერილზე. მისი ორივე სავარაუდო ფორმა მისაღებია ჩვენთვის. ვარიანტი პირველი და ნაკლებად მოსალოდნელი - ურთიერთობების ამ ეპისტოლარული ჟანრის გაგრძელება. ვარიანტი მეორე - ქმედითი, რომლის უახლოესი ტესტი და „ტრიგერი“ იქნება დონალდ ტრამპის რეაგირება ანტიქართულ აქტზე: დაადებს ვეტოს და - პასუხია, არ დაადებს - და ესეც პასუხია ჩვენთვის.
საქართველო, ხშირად, საკუთარი სუვერენული ინტერესების საზიანოდ, ათეულობით წლებია იმყოფება „ცალმხრივი მეგობრობის“ მძევლობაში, იქნება ეს უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, „ევროსაბჭოთა კავშირი“ თუ აგერ, უკვე აშშ-ც. ამ ტყვეობიდან და მძევლობიდან გამოსვლის დროც დგება - ოღონდ, აშშ-ს შემთხვევაში, ამჟამად ბურთიც და მოედანიც ვაშინგტონის მხარეზეა. ჩვენ კი მთავარია არ ვიჩქაროთ. პასუხი, აუცილებლად მოვა. თანაც, უახლოეს დროში. საქართველოს „კოზირები“ და უპირატესობა: ქვეყანა თავის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მდებარეობას ვერ შეიცვლის; ქვეყნის ხელისუფლება, არჩეული მოსახლეობის უდიდესი ნაწილით - არ შეიცვლება; ქვეყნის პრიორიტეტები (მამული, ენა, სარწმუნოება) - გადახედვას არ ექვემდებარება. სწორედ ამ მოცემულობის ჭრილში, რომელიც თითქოს და თანხვედრაში უნდა ყოფილიყო ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკასთან - ვაშინგტონს მოუწევს პასუხის გაცემა.
ჩვენი ქვეყნისა და მისი ხელისუფლების ამ უპირატესობებიდან გამომდინარე, წარმომიდგენია რა ისტერიკა, პანიკა და სასოწარკვეთილება სუფევს ახლა ე.წ. „ოპოზიციის“ რიგებში. ბინძურ სამზარეულოში ღამით, მოულოდნელად დანთებული სინათლე კატასტროფას რომ იწვევს ტარაკნებში, ან ჭინკების მისამართით ნაკურთხი წყლის სხურება თუ საცეცხლურის კმევა - ამ ტიპის. ჩვენ კი ღირსებით, მტკიცე რწმენით და თავმოყვარეობით - წინსვლას გავაგრძელებთ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
1747143778
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: თავდახრილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ, ხმამაღლა ვეუბნებით, რომ მართლები ვართ, პირველ რიგში, საკუთარ საზოგადოებასთან და მერე, ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში
[„მეგობარი აქტი“] ფაქტორად ვერ შემოვა იმხელა თემაში, რასაც ჰქვია აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...
1747142729
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს
„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერება ავტომატურად ემსახურება მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებას და გაძლიერებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავ...
1747141653
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7440 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7456 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747141228
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე
ძალიან კარგია, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პრე...
1747140908
ახალი ამბებიშსს-ს მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევ...