გიორგი ჩაკვეტაძე: პრეზიდენტ ტრამპს „დიფ-სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც

პრეზიდენტ ტრამპს დიფ-სთეითის წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც. ქართველ ხალხს უღირსად არაერთხელ მოექცნენ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღირსეულად იქცეოდა. დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება მომავალში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვატაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი, რომელმაც ათასწლოვანი ისტორია გამოიარა და დღესაც სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის იბრძვის, თავს არავის დაუხრის.

„დამოუკიდებლობა წინა თაობებმა მოგვიტანეს და ჩვენი ვალია ის შევინარჩუნოთ. პირველი რესპუბლიკის შემდეგ, გმირმა ერმა საბჭოთა იმპერიას წინააღმდეგობა გაუწია, 1937 წლის რეპრესიები გამოიარა, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა, დედა ენა დაიცვა, 1989 წლის 9 აპრილს წითელ არმიას დაუპირისპირდა და 1991 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა. ამის შემდეგაც საქართველომ თავისუფლებისთვის ბრძოლა განაგრძო. ახლა როდესაც გეოპოლიტიკა ასე შეიცვალა, არავის მივცემთ უფლებას სამშობლო წაგვართვას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორ გიორგი ჩაკვატაძემ აღნიშნა, მსოფლიოს სხვადასხვა სტრუქტურაში არსებული უხილავი ძალები საქართველოს შიდა საქმეებშიც აფათურებენ ხელს და ეს მცდელობები 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.

„გთხოვეს სანქციების დაწესება, რაც საკუთარი ქვეყნის დასჯა იქნებოდა. გთხოვეს ომში ჩართვა, რაც საქართველოს ნაცარტუტად აქცევდა. გთხოვეს უცხოელი მოსამართლეების არჩევა, რაც მართლმსაჯულებას გაანადგურებდა. ამის გაგრძელებაა ე.წ. მეგობარი აქტიც, რომელსაც მეგობრულთან საერთო არაფერი აქვს. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის აქტია, რაც მჯერა, ასევე განწირულია მარცხისთვის. კონგრესმა ერთი ხელით ეს მტრული აქტი მიიღო და მეორე ხელით კი, FARA-ს ამკაცრებს - წარსულში ლობიზმზეც ავრცელებს იმ კანონს, რომლის ქართულ ანალოგსაც ყოფილმა ელჩმა საქართველოში რუსული და დემოკრატიისთვის „შავი დღე“ დაუძახა. ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვსო და ჩვენთვის ეს თურმე დაუშვებელია. დიფ-სთეითის ლოკალური ფილიალი „დოი“ საერთოდ შანხაის თეატრში წავიდა სამუშაოდ. ორმაგი სტანდარტი დიფ-სთეითის სამარკო ნიშნად იქცა. გმირ პოლიციელ გიორგი ზაბახიძეს, რომელსაც ძალადობრივი აქციების დროს მხედველობა დაეკარგა, ცრუ მოწმეს ეძახის ეს მართლა „სიცრუის ფორმულა“. დღეს მედიის თავისუფლებაზე - მედიის გამანადგურებლები, ახალგაზრდებზე - ახალგაზრდების მკვლელები, ევროპაზე - მთავარი არაევროპული ძალები გვესაუბრებიან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747140346

ახალი ამბები

როდემდე შენარჩუნდება საქართველოში წვიმიანი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს...

წვიმიანი ამინდი

1747138259

საზოგადოება

ანა წითლიძე: გახარიამ უკვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაცმოძრაობას“ ამაში

ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თვითმმ...

ანა წითლიძე

1747138202

საზოგადოება

ანა წითლიძე: ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია

ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლ...

ანა წითლიძე

1747137677

საზოგადოება

ანა წითლიძე: სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წ...

ანა

1747137445

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველო იმყოფება „ცალმხრივი მეგობრობის“ მძევლობაში - უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, „ევროსაბჭოთა კავშირი“, ამერიკა, საიდანაც გამოსვლის დროც დგება - ოღონდ ბურთიც და მოედანიც ვაშინგტონის მხარეზეა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის და ვიცე-პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ღია წერილს, სოციალური ქსელით ეხმი...

საზოგადოეა