ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია გაპარულია ევროპაში, რა უნდა გააკეთოს ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული

„20 ივნისთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არის სერიოზული კითხვები, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება.

„ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება. გიორგი გახარია გაპარულია ევროპაში. რაც შეეხება ბრიუსელში, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ერთადერთი მიზანი აქვთ ამ ადამიანებს, ეს არის, რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ. ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისათვის, რომ ქვეყანა შეფერხდეს ყველა მიმართულებით, თუმცა ვხედავთ, რომ მათი ეს მცდელობები არის წარუმატებელი. გაპარულია ეს კაცი ქვეყნიდან. რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ არ ვიცი. გაპარული კაცი იქიდან გველაპარაკება რაღაც მესიჯებით. არასერიოზულია ეს ყველაფერი. რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული. აბსოლუტურად არასერიოზულია, შეუძლია ამსტერდამში გადავიდეს ბრიუსელიდან”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752758709

ახალი ამბები

გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა

გონიოში მრავალსართულიანი შენობის საყრდენი რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 1 ადამიანი დაშ...

გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა

1752757505

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7121 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7127 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ზოგადი

1752757161

ახალი ამბები

არაგვის ხიდზე, 07:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება

არაგვის ხიდზე, 07:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკ...

მოძრაობა

1752755191

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშს დაესწრო, რომელიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. „კახა კალაძემ კი...

შალვა პაპუაშვილი

1752751841

ახალი ამბები

„პირადად მე, უვიზო კი არა და ევროპაც არ მინდა, როცა სანაცვლოდ ჩემი ქვეყნის, ხალხის, რელიგიის განადგურებას გვთავაზობენ“ - დიმიტრი სამხარაძე

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ევროპელი კორუმპირებული ბიუროკრატები მხოლოდ კი არ გვაშანტაჟებენ, არამედ მთელ ერს დაგვცინიან!“, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოცია...

დიმიტრი სამხარაძე