„პირადად მე, უვიზო კი არა და ევროპაც არ მინდა, როცა სანაცვლოდ ჩემი ქვეყნის, ხალხის, რელიგიის განადგურებას გვთავაზობენ“ - დიმიტრი სამხარაძე

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ევროპელი კორუმპირებული ბიუროკრატები მხოლოდ კი არ გვაშანტაჟებენ, არამედ მთელ ერს დაგვცინიან!“, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოგზავნილ ევროკომისიის წერილს, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ გარკვეულო პირობებია წამოყენებული.
„ჰომოსექსუალები მათთვის უფრო პრიორიტეტია, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი წარსული, იდენტობა და მომავალიც!
პრინციპში მაშინაც ეგრე იყო, როდესაც მეორე ფრონტის გახსნას გვაიძულებდნენ, სულ არ ენაღვლებოდათ დახოცილი ქართველები, ოღონდ თავისი ინტერესები გაეტარებინათ და რომ არა ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, საქართველო დღეს აღარ იარსებებდა! გარყვნილება ან ვიზა ომი ან ვიზა მონობა ან ვიზა მთელ ერს შეურაცხყოფას გვაყენებენ და ამ ვაჭრობაზე დათანხმება, ჩვენი ერისთვის მიუღებელია
ხვალ რომ ომი დავიწყოთ, უვიზოს აღარავინ შეაჩერებს, ეგეც ყველამ ვიცით და რა გამოდის? ქვეყანა დავანგრიოთ, წავბილწოთ, გავრყვნათ და სანაცვლოდ, უვიზოდ ვიბოდიალოთ ევროპაში? ჩვენი დავანგრიოთ და სხვისი გავაძლიეროთ? პირადად მე, უვიზო კი არა და ევროპაც არ მინდა, როცა სანაცვლოდ ჩემი ქვეყნის, ხალხის, რელიგიის განადგურებას გვთავაზობენ.
P.S. ომი თუ დაიწყო, დევნილებადაც არ მიგვიღებენ და მერე ვიბლატაოთ უვიზო, უვიზოთი“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.
1752764376
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექ...
1752762476
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ეს ჩვენთვის მიუღებელია
ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ასეთი ქმედებები...
1752762347
საზოგადოებაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...
1752760343
ახალი ამბებიადიგენში კაცი მოკლეს - „ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1974 წელ...
1752758709
ახალი ამბებიგონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა
გონიოში მრავალსართულიანი შენობის საყრდენი რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 1 ადამიანი დაშ...