ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია
„დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის.
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, ბატონ ალიევს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და მისი წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
1737128652
მსოფლიოტრამპი: პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გავხადოთ
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. „ძალიან კარგი სატეკეფონო საუბარი შედგა როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-ისთვის. ჩემი მოლოდინია, რო...
1737123834
ახალი ამბებიგორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა
გორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა. როგორც „მოზაიკა“ წერს, დაღუპული დარაჯად მუშაობდა. კაცს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობე...
1737119604
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8412 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1737117669
მსოფლიოავსტრალიაში ქალმა 1 წლის შვილი განზრახ მოწამლა და ფულის გამოძალვის მიზნით, მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, ქალს ბრალი წაუყენეს შვილის განზრახ მოწამვლისა და ფულის გამოძალვის მიზნით, მისი ტანჯვის ამსახველი ვიდეოების ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ CNN წერს. 34 წლის...
1737115968
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ზვიად გამსახურდიას 1991 წლის ინტერვიუს აქვეყნებს: „დიდ საქმეს თან ახლავს ღალატი, ბევრჯერ მინახავს ადამიანური სისუსტეები“
„ზვიადის ინტერვიუ მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც 1991 წელს მისცა „ამერიკის ხმას“. საკმაოდ დამაფიქრებელი და ღრმაა, როგორც იმ დროისთვის, ისე დღევანდელობისთვისაც. ჭეშმარიტი, ქართველი პოლიტიკოსის ხედვა და ში...