უნგრეთის პოლიციამ ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის, ფერენც ბიროს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა

უნგრეთის პოლიციამ ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის, ფერენც ბიროს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამართალდამცავები იმ უწყების ოფისებში მივიდნენ, რომელიც ევროკავშირის ფონდებიდან მიღებული დაფინანსების ხარჯვას ზედამხედველობს.

მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ სააგენტოს უფროსი ფერენც ბირო ეჭვმიტანილია კორუფციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. პოლიციამ ასევე ჩხრეკა ჩაატარა ბიროს სახლში და წაიღო დოკუმენტები. ბრალდება უკავშირდება საბიუჯეტო ხარჯზე ძვირადღირებული ავტომობილის დაქირავებას და ბიროს პირად მფლობელობაში არსებული სახლის რემონტს.

თავად ბირომ აღიარა, რომ „სამსახურებრივი მანქანა მეუღლეს ათხოვა საყიდლებზე წასასვლელად“, თუმცა უარყოფს კორუფციაში მონაწილეობის შესახებ ბრალდებებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„ბიბისის“ ცნობით, ფერენც ბირო და მისი მეუღლე მმართველი პარტია „ფიდესის“ შიდა წრის წევრები არიან.

ანტიკორუფციული უწყება „კეთილსინდისიერების სააგენტო“, რომელსაც ბირო ხელმძღვანელობს, 2023 წლის დასაწყისში შეიქმნა ევროკომისიისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ევროკავშირის სახსრები სწორად იხარჯებოდა და მოწმდებოდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბიროს მიმართ ბრალდებების წაყენებას წინ უძღოდა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კაბინეტში მთავრობის კომუნიკაციებისა და საიდუმლო სამსახურების მინისტრის, ანტალ როგანის სასანქციო სიაში შეყვანა, როგორც „კორუფციული სისტემის მთავარი არქიტექტორის, განმახორციელებლისა და ბენეფიციარის“. ეს ნაბიჯი მთავრობამ მწვავედ გააკრიტიკა და უნგრეთში აშშ-ს ელჩის დევიდ პრესმანის “პირადი შურისძიება”.

ცნობისთვის, ევროკომისიამ 31 დეკემბერს უნგრეთს შეუზღუდა წვდომა ერთი მილიარდი ევროს დაფინანსებასთან, ვიდრე ბუდაპეშტი ბრიუსელის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს. ამ ფონზე უნგრული ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ხოლო ინფლაციამ 4.6%-ს მიაღწია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737128652

მსოფლიო

ტრამპი: პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გავხადოთ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. „ძალიან კარგი სატეკეფონო საუბარი შედგა როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-ისთვის. ჩემი მოლოდინია, რო...

ტრამპიტრამპი

1737123834

ახალი ამბები

გორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა

გორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა. როგორც „მოზაიკა“ წერს, დაღუპული დარაჯად მუშაობდა. კაცს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობე...

ხანძრის ლიკვიდირება

1737121082

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია

„დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდ...

ირაკლი კობახიძე

1737119604

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8412 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი, ვალუტა

1737117669

მსოფლიო

ავსტრალიაში ქალმა 1 წლის შვილი განზრახ მოწამლა და ფულის გამოძალვის მიზნით, მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, ქალს ბრალი წაუყენეს შვილის განზრახ მოწამვლისა და ფულის გამოძალვის მიზნით, მისი ტანჯვის ამსახველი ვიდეოების ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ CNN წერს. 34 წლის...

 1 წლის შვილი გ