ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობა გაღიზიანებას იწვევს

მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობა გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, რადგან დაფინანსებები ძირითადად არამართლზომიერი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენებოდა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის მიმართულებით არაფერს ზღუდავს.
„მათი გაღიზიანება გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვინდა, საქართველოში შემოსული დაფინანსება გამჭვირვალე იყოს. როგორც ამბობენ, ეს დაფინანსება საუკეთესო მიზნებისთვის არის განკუთვნილი და რატომ იწვევს ასეთი დაფინანსება ასეთ გაღიზიანებას? ეს კითხვა ბევრჯერ დაისვა, რასაც ამერიკამ გასცა ნათლად პასუხი, როცა თქვეს, რომ რამდენიმე ორგანიზაციას გააუქმებენ. ახლა გლობალური საინფორმაციო ზედამხედველობის დიდი პროგრამა გააუქმეს, რაც ემსახურებოდა იმას, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ფერადი რევოლუციები მოეწყოთ ან სიტყვის თავისუფლება შეეზღუდათ.
ჩვენ დემოკრატიის მიმართულებით არაფერს ვზღუდავთ. პირიქით, დემოკრატიის გამჭვირვალობას და დაცვას ვითხოვთ. მათივე წაქეზებით და წახალისებით მოხდა, რომ ოპოზიციამ 61 მანდატი ლამის მიატოვა. როგორც წესი, გარე მუქარას იყენებენ, რადგან შიგნით ოპოზიციას რესურსი არ აქვს.
დემოკრატია ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ყველასთვის თანაბარი წესების უზრუნველყოფას. ის, რაც მათ ქვეყნებშია მიუღებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საქართველოში მიღებული იყოს. მათ ქვეყანაში ისეთ კაპიკს ვერ დახარჯავთ, რაც ფარული იქნება და არა გამჭვირვალე და მათი მთავრობის მიერ მოწონებული“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
1745001906
მსოფლიოსტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია
იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...