ირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი იყო, ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
„ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზამკვლევებს. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას. მოგეხსენებათ, რომ მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მმართველობით სისტემაში სწორედ მმართველ პარტიას აქვს წამყვანი როლი, ამიტომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის ამას აქვს თავისი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამასთან, ქადაგიშვილმა ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ხანგჭოუში, ტექნოლოგიურ კომპანიებში ვიზიტზეც საუბრისას აღნიშნა, რომ დაინახეს ჩინეთის რეალური პოტენციალი.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი ამ ქალაქში, რამეთუ ეს არის არამხოლოდ ტრადიციისა და კულტურის მატარებელი ქალაქი, არამედ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის განვითარების. ამიტომ აქ ჩვენ დავინახეთ რეალური პოტენციალი, რაც ჩინეთს აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანი იქნება ქართული ბიზნესისათვის ურთიერთობა ჩინურ ბიზნესთან. ასე რომ, ჩვენ შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით გვქონდა საინტერესო შეხვედრები და დავამყარეთ კარგი კავშირები.
კარგია, რომ ამ პროვინციის, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ეს უკვე მნიშვნელოვანწილად რეალიზებული აქვს, დამეგობრება მოხდება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონთან. ამასთან დაკავშირებით გვაქვს უკვე წინასწარი თანხმობა ამ რეგიონის ხელმძღვანელობისგან და შემდგომი კონსულტაციები გაგრძელდება უკვე საელჩოს ჩართულობით, რათა ეს რეალიზდეს. ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში რეგიონებს აქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი და მოქმედების დიდი არეალი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს საქართველოსთვის და კონკრეტულად იმ რეგიონისთვის, ვისთანაც გაფორმდება მეგობრობის ხელშეკრულება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
1794544928
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ნოემბერს საქართველოში
13 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსა...
1794516663
ახალი ამბებინოდარ კაპანაძე: ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ გვინდა თუ არა მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, ჩინეთისთვის ჩვენ საინტერესო ვართ უპირველესყოვლისა მდებარეობით
„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ გვინდა თუ არა მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მრ...
1794514967
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: აუცილებელია, რომ მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან
„სარჩელში წარმოდგენილია ბრალდებები, რომელიც მიესადაგება ინდივიდუალურად პარტიებსაც, კოლექტიურად პარტიებსაც, თუმცა ჩვენ ვამბობთ და ვამტკიცებთ სასამართლოში იმას, რომ ეს არის კოლექტიური ძალა, რომელსაც ერთ...
1794514910
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ კვირაში, თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე შეუზღუდეს წვდომა, ჩვენი საზოგადოება ხომ ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი?!
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტოდ, [რუსეთ-უკრაინის] ომის დაწყებიდან ორ კვირაში. თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე შეუზღუდეს წვდომა. ჩვენი საზოგადოება ხომ ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, თუ...
1794514845
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს
„ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...






























