პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ დოკუმენტების გაყალბების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ნასამართლევმა ბრალდებულმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების მიზნით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების განზრახვის გარეშე, საქართველოში საწარმო დააფუძნა, რომლის საბანკო ანგარიშზეც უცხოეთიდან, დაუსაბუთებელი წარმომავლობის 496 000 აშშ დოლარი ჩარიცხა.
შემდგომში, საწარმოს საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის კონვერტირებული ნაწილი, როგორც თითქოს კანონიერი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ბრალდებულმა პირად საბანკო ანგარიშზე გადაიტანა, კონვერტაციით კვლავ გარდაქმნა უცხოურ ვალუტაში და გადარიცხა საზღვარგარეთ, როგორც პირად და ისე მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე.
უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც ფიზიკურ პირთან მიმართებით სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია, დაახლოებით 570 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა. სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
1794479525
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამ...
1794478476
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს - ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კაი კალასისი განცხადებას ეხმიანება, რომ - „აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე ევროპის სახელით მოლა...
1794476567
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ, ყველამ უნდა დაინახოს, რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში
„ბრიუსელის ბოლო პერიოდის პოლიტიკა სამარცხვინოა და დაცლილია ევროპული ფასეულობებისგან. ბრიუსელში მოკალათებული ბიუროკრატების შემადგენლობა საბჭოთა პერიოდის კრემლს დაემსგავსა, როდესაც დირექტივებს გასცემდნე...
1794475527
საზოგადოებაგორდულაძე: ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მსხვერპლის სტატუსზე, ევროპაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების პრაქტიკასა და IRI-ის კვ...
1794473458
საზოგადოებაჭეიშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე მოპასუხე მხარის პოზიციებზე: გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში
იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა, მათ შორის, მოსამართლეებიც მკაფიოდ დაინახავენ,...



























