„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. ვიზიტის ბოლო დღეს მმართველი პარტიის წევრებმა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტის, კომპანია HIKvision - ის ცენტრალური ოფისი და საგამოფენო სივრცე მოინახულეს.
აღნიშნული კომპანია აწარმოებს ვიდეო სამეთვალყურეო კამერებს, სითბურ და ინოვაციურ ვიდეო აპარატურას, გზების, აეროპორტების, სავაჭრო ცენტრებისა და საჯარო სივრცეებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების სისტემებს, ხოლო წარმოებული ტექნიკა მსოფლიოს 120 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე. HIKvision - ის მენეჯმენტმა გამოხატა მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან როგორც ინფორმაციისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე პრაქტიკული პარტნიორობის ფარგლებში.
კომპანია HIKvision - ის მონახულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გიგანტ ტექნოლოგიურ ცენტრს - Dafeng Industry - ის სათავო ოფისს ესტუმრა. აღნიშნული ტექნოლოგიური ქალაქი არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც აწარმოებს გახმოვანებისა და განათების კომბინირებულ სამუშაოებს, აწყობს გრანდიოზულ შოუ პროგრამებს და ჩართულია ისეთი მასშტაბური ღონისძიებების ტექნიკურ მომსახურებაში, როგორებიცაა G20-ის სამიტი, ოლიმპიური თამაშები, სხვადასხვა სპორტის სახეობაში მსოფლიო და აზიური ჩემპიონატები, მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკური ფორუმები.
Dafeng Industry - ის მენეჯმენტმა ასევე გამოხატა მზაობა, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, ყოვლისმომცველად ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან, როგორც კერძო კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან.
დელეგაციას პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. ჩინეთში ასევე იმყოფებიან ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში - პაატა კალანდაძე.

1794514845
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს
„ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1794514141
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!
„ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!“ - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხა...
1794514107
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს
„ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს...
1794513219
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ
„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...
1794512126
მსოფლიოაშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...






























