ირაკლი ზარქუა შვედეთის მთავრობის განცხადებაზე: ეს არის ლუსტრირება თუ როგორები არ უნდა იყვნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომადგენლები

მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, შვედეთის განცხადებები და ქმედებები საქართველოსთან მიმართებით „ეს არის ლუსტრირება თუ როგორები არ უნდა იყვნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომადგენლები“.

მისი თქმით, მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოების ბიუროკრატიას, აგენტურას, რომელიც იქ არის ჩაბუდებული და „დიფ სთეითს“ ემსახურება, საქართველოში „მაიდნის“ მოწყობა სურს.

„შვედეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობას კი არა გარკვეულ ჯგუფებს რომ ეხმარება, ეს არახალია, რადგან აქ რევოლუცია, „მაიდანი“ უნდათ განახორციელონ. მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოების ბიუროკრატიას, აგენტურას, რომელიც იქ არის ჩაბუდებული და „დიფ სთეითს“ ემსახურება, უნდა, რომ დააფინანსონ აქ ეს ხელმოცარულები, პარტიები და ენჯეოშნიკები, რათა შემდეგ ამათ შეუტიონ. ეს არის ლუსტრირება თუ როგორები არ უნდა იყვნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომადგენლები“, - აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, შვედეთის მთავრობა გეგმავს რეგულაციების შემუშავებას, რომლებიც იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიდემოკრატიული მიზნებით საქმიანობენ, უცხოურ დაფინანსებას აუკრძალავს. მანამდე, შვედეთის წარმომადგენლებმა, საქართველოში მიღებული ამერიკული „ფარას“ ანალოგი გააკრიტიკეს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749111183

ახალი ამბები

ხაშურში სამსახურიდან მისულ კაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი დახვდა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში

ხაშურში დღეს დილით, 9 წლის შვილი სამსახურიდან მისულ კაცს გარდაცვლილი დახვდა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. რო...

პოლიცია, ლენტი

1749111020

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული

ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებ...

შალვა პაპუაშვილი

1749109949

სპორტი

79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს

დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. გიორგიმ გადაწყვეტილების შესა...

 გიორგი ლორია

1749109243

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად

ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...

ირაკლი კობახიძე

1749107736

ახალი ამბები

თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა

დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური გან...

თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა