"იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერც ერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით"
"იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერც ერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენელთა მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, საქართველოში შესაძლებელია სააკაშვილის დიაგნოზის შესაბამისი ყველა სამედიცინო პროცედურის უზრუნველყოფა.
"მას (სააკაშვილს) უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება, რომელსაც საჭიროებს.
ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მას ჩაუტარდებოდა გამოკვლევები, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებდა შესაბამის მკურნალობას.
საქართველოში შესაძლებელია ყველა იმ დიაგნოზთან დაკავშირებით მკურნალობა, რომელიც მას აქვს.
დანარჩენი ყველაფერი, ეს საზღვარგარეთ გაყვანა, არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.
ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც ყველა სხვა პატიმრის.
ჩვენ ვმოქმედებთ მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ოპოზიცია, ბუნებრივია, მოქმედებს თავის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.
მსჯავრდებული, პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც შეეხება ნებისმიერი მიზნით ქვეყნის ფარგლების დატოვებას, ამ შემთხვევაში, სასჯელი უნდა იყოს ან გადავადებული, ან პირი სასჯელისგან უნდა იყოს თავისუფალი და ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერც ერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
* მსჯავრდებულებს ციფრულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობა ექნებათ
1784442408
მსოფლიოაშშ-მა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია წამოიწყო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი. „დარტყმების მიზანია, კიდევ უფრო შეასუსტო...
1784440773
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +27 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკ...
1784406249
მსოფლიოირანის უზენაესი ლიდერი აშშ-ზე: დღეს დიდმა სატანამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ნამდვილი სახე, დანაშაული და შეუსრულებელი დაპირებები არასანდოობისა და სისაძაგლის კიდევ ერთი მყარი დოკუმენტია
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, ამისთვის „დაუვიწყარ გაკვეთილს“ მიიღებს. „ახლა, როდესაც ამ...
1784404137
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. „18 ივლისის დღის ბოლოდან 19 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით...
1784404042
სპორტი„ბორჯღალოსნებმა“ ჩილეს ნაკრები დაამარცხეს
„ბორჯღალოსნები“ ერთა თასის მატჩში ჩილეს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 22:49 დაამარცხეს. ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის სანტიაგოში გაიმართა.





























