"იყო ჰაკერული შეტევა, მაგრამ ვერ შეაღწიეს სისტემაში" - ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობა 70%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო

24 საათზე მეტია "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს - ამ დროისთვის 35 000 მეტმა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი ხმა, რაც 70%-ზე მეტია.

კანდიდატების წარმომადგენლების განცხადებით იმ კომპანიაზე,რომელიც არჩევნების ელოექტორნულად ჩატარებას უზრუნველყოფს გუშინ ღამით, სავარაუდოდ, ჰაკერული თავდასხმა სცადეს. ენმ-ში ამბობენ, რომ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

"იყო ჰაკერული შეტევა სისტემაზე, მაგრამ როგორც ამერიკელები ირწმუნებიან, ბოროტმოქმედებმა ვერ შეაღწიეს სისტემაში. ფაქტები რჩება ფაქტებად და აუცილებელია მოკლე დროში გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების დასრულების შემდეგ, ეს ფაქტები შეიძლება გახდეს ის მტკიცებულებები, რომლებმაც გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე",- ამბობს ალექსანდრე მილორავა, გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში. 
ხმის მიცემის პროცედურა გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობს , დარეგისტრირებული პირები ვერ იღებენ უნიკალურ კოდს, რომელიც ხმის მიცემისთვის აუცილებელია. დაახლოებით 4 000 ადამიანი ამ დრომდე ელოდება უნიკალურ კოდს, რათა საკუთარი ხმა დააფიქსიროს.

" 4 000 ადამიანი ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რომ კოდი არ მისვლიათ ან კოდი მივიდა და არ გამოუყენებიათ, ანუ არ დაუსრულებიათ ხმის მიცემის პროცესი. კომუნიკაცია გვქონდა კომპანიასთან, რომელიც არჩევნებს ატარებს და მივიღეთ დასტური, რომ უახლოეს პერიოდში ყველას მიუვა კოდი",- ამბობს ნანა შამათავა ნონა მამულაშვილის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში. 
ამასთან ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ 21 000-ზე მეტმა ადამიანმა ხმა მისცა ლევან ხაბეიშვილს.

ხოლო ენმ-ის წევრი ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ "არ შეიძლება პროცენტებზე ზეპირი საუბარი, მაშინ, როდესაც ასეთი მაჩვენებელი ხელთ არ გაქვს"

შეგახსენებთ, რომ არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" 30 იანვარს 10 საათზე დასრულდება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ჩეხეთში, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოაქალაქეა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1679761200

საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

თოვლი

1679758800

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი, რათა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა, მისი ნებისმიერი შეზღუდვა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის შეზღუდვაა

საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ორბელიანების სასახლეში  ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს პრ...

პრეზიდენტი

1679755800

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს...

შშს-ს განცხადება

1679752800

საზოგადოება

"მოროშკინა ჩივის, რატო მე არ მავიწროებდა შალვაო" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს: "შალვა რამიშვილს შემოუწყვია აქეთ-იქეთ ამჯერად ლალი მოროშკინები, ნანა კაკაბაძეები და სხვა მდედრი შალიკოები და ახლა ამათ ალანძღვინებს შევიწროებულ...

ზოგადი

1679750400

საზოგადოება

"ამიხსენით, მესენჯერით როგორ შეიძლება კაცმა ქალზე სექსუალური ძალადობა განახორციელოს" – მერაბ მეტრეველი გიორგი კეკელიძეს მხარდაჭერას უცხადებს

"წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე. სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომე...

საზოგადოება