ჩეხეთში, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოაქალაქეა

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა, ამერიკელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იანვრის დასაწყისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

მათი დაკავების კადრები ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა. ცნობაში არ არის ნახსენები დაკავებულთა ვინაობა. ნათქვამია, რომ ერთ-ერთი არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც აშშ-ის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს აშშ-ის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვია, არსებული ინფორმაციით, რომელიც მის დაცვის უფროსთან, ასევე საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ჩეხეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დააკავეს.

პოლად ომაროვი არაერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მიერ იძებნებოდა წითელი ცირკულარით. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პოლად ომაროვი, ორ თანამზრახველთან რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან ერთად თეირანის მიერ მხარდაჭერილი არშემდგარი შეკვეთილი მკვლელობის და ფულის გათეთრებისთვის არის ბრალდებული.

„მათი მსხვერპლია ბრუკლინში, ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ჟურნალისტი, ავტორი და უფლებადამცველი, რომელმაც გაასაჯაროვა ირანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის, მათ შორის, მთელ ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის ფაქტები“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793774453

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: 2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა შეგნებულად გაწირა და კონფლიქტის ზო...

სოზარ სუბარი

1793774422

ახალი ამბები

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს...

დაკავება და ბორკილები

1793773834

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრები...

ნარკოტიკული საშუალები

1793772264

მსოფლიო

იანვრიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დემოკრატიული პარტია გადაიბარებს - არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სრული კონტროლი დემოკრატების ხელში იქნება, - ამის შესახებ BBC წერს.   CBS News-ის პროგნოზების მიხედვით: 👇 🔹„დემოკრატები“ წარმომადგენელთა პალატაში, სულ მცირე, 229 მან...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზ

1793771645

მსოფლიო

დონალდ ტრამპი წითელი კეპის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დატანილია წარწერა: ვეტო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წითელი კეპის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა - „VETO“ (ვეტო) არის დატანილი. პოლიტიკურ მიმომხილველად ვიქცევი - დადე...

დონალდ ტრამპი