ჯანდაცვის სამინისტრო: ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო - ბენეფიციარებმა პროცედურა 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივად არის ორგანიზებული, რათა ბენეფიციარებმა შეძლონ სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა.

„შევეცადეთ, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო რეგისტრაციის პროცესი და იმავდროულად, ყოფილიყო შესაძლებლობა, სრულად მოგვეძიებინა ინფორმაცია თითოეული იმ ბენეფიციარის შესახებ, რომელსაც სურს სახელმწიფოს პროგრამაში გადმოსვლა. ამ ინფორმაციის თავმოყრა აუცილებელია და უშუალოდ ბენეფიციარის ინტერესებშია, რადგან მკურნალობის სწორად, სრულფასოვნად დაგეგმვას ისახავს მიზნად. ცვლილება, რაც არის ამ დროისთვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის - თუ კი სერვისებზე ხელმისაწვდომობას გარკვეულ საფასურად ახერხებდნენ, 15 აგვისტოდან, ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ეს მათთვის გახდება უფასო. შესაბამისად, დაიწყება მკურნალობის პროცესის დაგეგმვა, მკურნალობის განხორციელება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი მონახავს საკუთარ თავში ძალას, მიიღონ სახელმწიფოსგან გაწვდილი ხელი - რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული, საერთოდ არ იყვნენ დამოკიდებული ნარკოტიკზე. შესაბამისად, ეს მათთვის იქნება მიღწევადი მიზანი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ: ost.moh.gov.ge

ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში - ადგილზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ დღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754313212

ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7050 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1754312791

საზოგადოება

დეფიციტურ სპეციალობებში, სამუშაო სტაჟისა და კლინიკური გამოცდილების მქონე უმცროს ექიმებს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ

„უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის, პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა - ისინი დაიშვები...

 მიხეილ სარჯველაძე

1754312588

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენს გადადგომას ითხოვდნენ და კორუფციის სკანდალის გამო, ლიეტუვის მთავრობა გადადგა - „ნაცების“ არჩევნებივითაა, ვადამდელის მოთხოვნის ყოველ ჯერზე, თვითონ აქვთ პარტიაში არჩევნები

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიეტუვის მთავრობის გადადგომას ეხმიანება, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდება....

გიორგი ჩაკვეტაძე

1754311758

საზოგადოება

გია აბაშიძე: პოლიციელზე თავდამსხმელის მზია ამაღლობელის ვითომ ჰეროიზაცია ვერანაირად მოხდება ვერც ნაცსექტანტთა ქომაგობით და ვერც ცალკეული დიპლომატების პოლიტიკური დეფილეებით, დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი

„გრანტმადიდებელო“ ანტიქართველო ბრიყვებო, სინდისის პატიმარი ნიშნავს ადამიანს, რომელიც დაპატიმრებულია თავისი რწმენის, მოსაზრების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, სექსუალური იდენტობის ან სხვა არაძალადო...

ექსპერტი

1754309497

საზოგადოება

გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს უმასპინძლა და მასთან ასამბლეის ქვეყნე...

გივი მიქანაძე