ვოლსკი გერმანიის ელჩზე: უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ შენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან ხარ გარიგებაში, გარკვეულ კომერციულ თემასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მასვე პოლიტიკურად უჭერ მხარს

„უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ შენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან ხარ გარიგებაში, გარკვეულ კომერციულ თემასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მასვე პოლიტიკურად უჭერ მხარს“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გერმანიის ელჩზე საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებაზე.

„გერმანიის ელჩი აძლევს თუ არა ინფორმაციას ბერლინს იმასთან დაკავშირებით, რამდენი უჯდება შენობის ქირაობა და ასევე, ემთხვევა თუ არა ეს თანხა აქ, საქართველოში გამოქვეყნებულ დოკუმენტებს? აბსოლუტურად არ არის ცნობილი. ამ შემოსავლიდან ხაზარაძის ოჯახი იხდის თუ არა სახელმწიფოს ბიუჯეტში? - უცნობია, ბნელითაა მოცული. მაგრამ, რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში იკვეთება პოლიტიკური ასპექტი, რომელიც სრულიად შეუსაბამოა ელჩის საქმიანობასთან კონკრეტულ ქვეყანაში. ანუ, უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ შენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან ხარ გარიგებაში, გარკვეულ კომერციულ თემასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მასვე პოლიტიკურად უჭერ მხარს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754315474

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. „9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან 38, 40 გრადუსამდე. მოსალოდნელი მაღა...

იტალია

1754313656

საზოგადოება

„მთავარი არხის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

„მთავარი არხის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პროცესი, სავარაუდოდ, უკავშირდება ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის მოთხოვნით დაწყებულ გამოძიებას. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინა...

მთავარი

1754313212

ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7050 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1754312791

საზოგადოება

დეფიციტურ სპეციალობებში, სამუშაო სტაჟისა და კლინიკური გამოცდილების მქონე უმცროს ექიმებს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ

„უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის, პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა - ისინი დაიშვები...

 მიხეილ სარჯველაძე

1754312588

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენს გადადგომას ითხოვდნენ და კორუფციის სკანდალის გამო, ლიეტუვის მთავრობა გადადგა - „ნაცების“ არჩევნებივითაა, ვადამდელის მოთხოვნის ყოველ ჯერზე, თვითონ აქვთ პარტიაში არჩევნები

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიეტუვის მთავრობის გადადგომას ეხმიანება, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდება....

გიორგი ჩაკვეტაძე