ჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს: მე როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმაპურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს, თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი

„ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი. ვიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ამჟამად ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი და ვამაყობ ჩემი ნაბიჯებით. არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ უფრო დიდი თანამდებობა იყო პარლამენტის წევრობა საკრებულოს წევრობასთან მიმართებით, განსხვავებით თქვენგან, რაც თქვენი გამონათქვამებიდან ჩანს, რომ არ გაინტერესებთ ჩხოროწყუ და მსგავსი ქალაქები“, - ამის შესახებ ჯუმბერ იზორია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუელებს მიმართავს, რომ არავის მისცემს იმის უფლებას, საამაყო ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიოს.

„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის - მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის გადაცემის წამყვანთან ერთად საუბრობს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. საუბრისას მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს ჩხოროწყუში მიმდინარე პროცესები და ჩხოროწყუელების ინტერესები, მათ შორის არც ის ადამიანები, ვინც, სამწუხაროდ, მხარი დაუჭირა მის პარტიას.

„პარლამენტიდან გამოვედით და ახლა ჩხოროწყუს ის არ გჭირდება?!“ რა „ის“, ბატონო მამუკა. ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი. ვიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ამჟამად ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი და ვამაყობ ჩემი ნაბიჯებით. არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ უფრო დიდი თანამდებობა იყო პარლამენტის წევრობა საკრებულოს წევრობასთან მიმართებით, განსხვავებით თქვენგან, რაც თქვენი გამონათქვამებიდან ჩანს, რომ არ გაინტერესებთ ჩხოროწყუ და მსგავსი ქალაქები.

მე როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და 2008 წლის აგვისტოს ომში, თქვენ თქვენი საქმიანობით საცხოვრებელი სახლისა და ლუკმაპურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს. გვახსოვს თქვენი საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მოსახლეობის ამონაკრები თანხიდან სახელმწიფოს სთხოვდით მილიარდზე მეტ თანხას. თუმცა ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ 650 ათასი დოლარი დაგაკისრათ მოსახლეობის სასარგებლოდ.

დარწმუნებული ვარ, ჩხოროწყუელი და ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გაგცემთ არჩევნებზე. მინდა მივმართო ჩემს ძვირფას ჩხოროწყუელებს, ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩემი ჩხოროწყუელების რიგითი დამცველი. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩვენი საამაყო ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიოს. თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი და გირჩევდით მათ წინაშე ბოდიშის მოხდას“, - წერს იზორია სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749304987

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება

საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ...

პოლიტიკოსი

1749300924

საზოგადოება

მაჭავარიანი: როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - გარე უფროსები ფსონს კონკრეტულად „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე დებენ

როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ შემთხვევაში ფსონს დებენ კონკრეტულად „ლე...

დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

1749297422

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობაზე: არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან?

არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან? - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმ...

 ლევან მაჭავარიანი

1749295857

სპორტი

ESPN-მა სეზონის საუკეთესო ვინგერები დაასახელა - კვარაცხელია ათეულშია

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, რომელშიც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს....

ხვიჩა კვარაცხელია:

1749292419

მსოფლიო

თურქეთში ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალისას 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ყურბან-ბაირამის პირველი დღე და დაშავებული 14 000 ადამიანი - თურქეთში, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალის მიმდინარეობის დროს ათასობით ადამიანმა მიიღო დაზიანება. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ...

თურქეთითურქეთი