თბილისის მერიის ცნობით, გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება

გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან – აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად აიკრძალება ომარ ხიზანიშვილის – ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით, შესაბამისი საგზაო ნიშნების გამოყენებით.
კერძოდ, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: ხიზანიშვილის, შეშელიძისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გამოყენებით. ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას ფორე მოსულიშვილის ქუჩას გამოიყენებენ.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, შეზღუდულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარეაბილიტაციო არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც. კერძოდ, ავტობუსები N304, N308, N323, N335, N351 და მიკროავტობუსები N512, N517 – ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ შეუხვევენ და ფორე მოსულიშვილის ქუჩით დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, შემდეგ კი, სვლას დადგენილი სქემით – გლდანის VIII მიკრორაიონისკენ განაგრძობენ. უკუ მიმართულებისას, მარშრუტები მეტრო „ახმეტელის თეატრის“ გავლით, კვლავ ფორე მოსულიშვილს ქუჩით ქერჩის ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ქერჩის ქუჩიდან მიმავალი ავტობუსები N292, N348, N355, N365, N373 და მიკროავტობუსები N518, N548, N486, N496 – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდებიან, შემდეგ დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც სვლას ილია ვეკუას ქუჩაზე გააგრძელებენ და შემდეგ კვლავ ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხვდებიან. უკუმიმართულებისას, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით ფორე მოსულიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და ქერჩის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მგზავრთნაკადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, N339 ავტობუსის ხაზს კიდევ რამდენიმე ერთეული ავტობუსი დაემატება და გადაადგილების ინტერვალი საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება.
1749312328
სპორტიდავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავი...
1749308969
ახალი ამბებიტაძარში ფრესკის ხატვისას კაცი ხარაჩოდან გადავარდა და დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა ხონში
ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა ხარაჩოდან გადმოვარდა. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შუახნის კაცი ტაძარში გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა. არსებული ინფორმაციით,...
1749307458
ახალი ამბებიჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს: მე როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმაპურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს, თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი
„ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი. ვიყავი მე-9 მოწვევის პ...
1749304987
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება
საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1749300924
საზოგადოებამაჭავარიანი: როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - გარე უფროსები ფსონს კონკრეტულად „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე დებენ
როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ შემთხვევაში ფსონს დებენ კონკრეტულად „ლე...