გიორგი სოსიაშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი. აბსურდული ბრალდებაა, ნება იბოძოს და დაასახელოს ის ადამიანები, ვინც დაურეკა და სთხოვა მას სანქციების მოხსნა

აბსურდული ბრალდება, მორიგი სიყალბე, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის თანახმად, სანქცირებული პირები ევროკავშირში და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან საკუთარი თავის ამოშლა.

სოსიაშვილის განცხადებით, სწორედ ასეთმა პოლიტიკოსებმა გაასწორეს მიწასთან ევროპის ავტორიტეტი, რასაც „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგებიც მოწმობს.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა უნდა დაასახელოს, კონკრეტულად ვინ დარეკა მასთან სანქცირებულთა სიიდან ამოღების თხოვნით.

„ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის, ევროპული ქვეყნების ავტორიტეტი და შემთხვევითი არ არის, რომ როცა „ევრობარომეტრის“ კვლევა ჩატარდა საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 17%-ით იკლო ევროკავშირისადმი ნდობამ. ნება იბოძოს ამ ევროპარლამენტარმა, დაასახელოს ის ადამიანები, ვინ დაურეკა და ვინ სთხოვა მას სანქციების მოხსნა“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749304987

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება

საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ...

პოლიტიკოსი

1749300924

საზოგადოება

მაჭავარიანი: როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - გარე უფროსები ფსონს კონკრეტულად „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე დებენ

როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ შემთხვევაში ფსონს დებენ კონკრეტულად „ლე...

დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

1749297422

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობაზე: არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან?

არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან? - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმ...

 ლევან მაჭავარიანი

1749295857

სპორტი

ESPN-მა სეზონის საუკეთესო ვინგერები დაასახელა - კვარაცხელია ათეულშია

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, რომელშიც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს....

ხვიჩა კვარაცხელია:

1749292419

მსოფლიო

თურქეთში ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალისას 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ყურბან-ბაირამის პირველი დღე და დაშავებული 14 000 ადამიანი - თურქეთში, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალის მიმდინარეობის დროს ათასობით ადამიანმა მიიღო დაზიანება. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ...

თურქეთითურქეთი