კახა კალაძე: არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც მადლიერების სიტყვებს იღებ თანამოქალაქეებისგან, ძალიან მახარებს ეს ყველაფერი, ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო

გამიჭირდება ერთი კონკრეტული პროექტის გამოყოფა, გულწრფელად გეუბნებით, რომ პატარა ბავშვივით მიხარია ყველა გაკეთებული საქმე, ყველა განხორციელებული პროექტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც მადლიერების სიტყვებს იღებ თანამოქალაქეებისგან.
„ძალიან მახარებს ეს ყველაფერი. ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო, კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად.
ჩვენ მერიაში 30 ათასამდე თანამშრომელი გვყავს და მე მართლა ვამაყობ ამ ადამიანებით იმიტომ, რომ შეიძლება ღამის პირველი, ორი საათი იყოს, გუნდი მუშაობს სხვადასხვა საკითხებზე და ძალიან მაგარია ეს ყველაფერი. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენს ქალაქში იმდენი პრობლემები გვაქვს, შეიძლება ბევრი ვერ ხედავს ამას, მაგრამ ჩვენგან ძალიან ბევრი ჩანს, რადგან დეტალურად ვიცით ყველა რაიონის საკითხები, პრობლემები შესწავლილი გვაქვს და რომ იტყვიან, პულსზე ხელი გვიდევს.
ბევრი კარგი საქმე გამოგვივიდა ბოლო წლების განმავლობაში. თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება, რომელიც გრძელვადიანი პროცესია და მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი არის მეტროს ვაგონების შესყიდვა. უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც 2026 წლიდან დაიწყებს ახალი მეტროს ვაგონების მოწესრიგებას. მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში, უამრავ ადამიანს ემსახურება და გვინდა, რომ იყოს გამართული, მოწესრიგებული. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ მეტროსადგურების განახლებაზე. უახლოეს მომავალში უკვე ტენდერს გამოვაცხადებთ, რომ სხვადასხვა უცხოური კომპანიები ჩაერთონ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ქართული კომპანიების თვალსაზრისით პრობლემები გვაქვს იმიტომ, რომ არ აქვთ გამოცდილება და ბევრს ეშინია პროექტების განხორციელების. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ვარკეთილის მეტროში მოხდა. ევროპული კომპანიების ჩართულობა დაგვეხმარება პროცესები კიდევ უფრო წინ წავიდეს.
რეკრეაციული სივრცეები, რაც ასევე ძალიან მაგარია. ძალიან მიხარია, რომ საპარკო კულტურა შემოვიდა და დღეს ყველა რეაბილიტირებული სივრცე, პატარა სკვერიდან დაწყებული დიდი პარკებით დამთავრებული, გადავსებულია ადამიანებით. დიდი, პატარა, ძალიან მსიამოვნებს და ძალიან მიხარია, რომ ეს კულტურა შემოვიტანეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1753440577
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები და ფედერაციის ხელმძღვანელობა სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სახე...
1753439791
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნ...
1753438766
ახალი ამბებიშსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირია დაკავებული, რომელთაგან დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია
ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირია დაკავებული, მათგან უმეტესობა მსხვილი ნარკორეალიზატორია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალექსა...
1753437970
მსოფლიომარინ ლე პენი მაკრონის გადაწყვეტილებაზე: დღეს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ნიშნავს „ჰამასის“ სახელმწიფოს, ანუ ტერორისტული სახელმწიფოს აღიარებას
პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ნიშნავს „ჰამასის“ სახელმწიფოს, ანუ ტერორისტული სახელმწიფოს აღიარებას. ს...
1753436788
საზოგადოებაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა, რომელიც უწყებაში ენერგეტიკის სექტორს გაუძღვება. ინგა ფხალაძეს ენერგეტიკისა და ეკოლოგიის სექტორებში მენეჯერულ...