პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები და ფედერაციის ხელმძღვანელობა სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი კალათბურთელების თავდადებას, პატრიოტიზმს და მიღწეული წარმატებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. სპორტში განსაკუთრებით ვლინდება ეს ნიჭი, თუმცა, ნიჭთან ერთად, რომ არა თავდადება, შრომისმოყვარეობა, პატრიოტიზმი ვერავითარი წარმატება ვერ შედგებოდა. თქვენ ხართ იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი კაცის შემართება, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კაპიტანს. დღეს ჩვენთან ერთად არის თორნიკე შენგელია, რომელმაც, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გავდიოდით, ხუთი დღის განმავლობაში ჯერ იტალიაში ითამაშა, შემდეგ ისლანდიაში გაფრინდა, შუალედში ისევ ბოლონიაში ითამაშა და შემდეგ თბილისში ჩამოვიდა გადამწყვეტ თამაშზე. მან ლომის წილი დაიდო იმ გამარჯვებაში, რომელმაც საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანა და ასეთია თითოეული თქვენგანის შემართება. კაპიტნის მაგალითი არის განსაკუთრებული, მაგრამ თითოეულ თქვენგანს უნდა გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი კალათბურთელების წარმატება მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითია.

„მას შემდეგ, რაც ქართულმა კალათბურთმა იზეიმა განსაკუთრებული გამარჯვებები, ძალიან გაიზარდა ბავშვებში, ახალგაზრდებში მოტივაცია, რომ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩვენი, მთავრობის, პასუხისმგებლობაა, მაქსიმალური პირობები შევქმნათ ამისათვის. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს, რომლებსაც აქვთ ინტერესი, დაკავდეს კალათბურთით, მივცეთ ამის საშუალება. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, ძალიან ძლიერი გუნდით მივდივართ ევრობასკეტზე და მინდა, გისურვოთ მაქსიმალური წარმატება. თქვენ გვერდით ვართ და გგულშემატკივრობთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს.

საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცათ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს - გიორგი შერმადინს და თორნიკე შენგელიას. პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ვიცე-პრეზიდენტები - ვლადიმერ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და დავით საყვარელიძე, ასევე - ფედერაციის გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე. ღირსების მედლები გადაეცათ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ნაკრებების მენეჯერებს, ექიმებსა და ფედერაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753466972

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე: მადლობა სანდრო ბაზაძეს ამ ემოციისთვის - მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული

 სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა. „მადლობა სანდროს ამ ემოციისთვის, მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული. განსაკუთრებულად მინდა ს...

შალვა გოგოლაძე: მადლობა სანდრო ბაზაძეს ამ ემოციისთვის - მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული

1753462546

სპორტი

პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპი...

ბაზაძე

1753459352

სპორტი

სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

 თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ის პი...

სანდრო

1753457195

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არა თუ ე.წ მეგობარი აქტი ნახავს დღის სინათლეს, არამედ ჩვენ აშშ-თან ამ იდეოლოგიური თანხვედრის პირობებში გვექნება შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო კავშირი

 თუკი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, გააჩნია იდეოლოგიური თანხვედრა, თან ძალიან მაღალი დოზით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი - მოუსმინეთ მის რიტორიკა...

დავით მათიკაშვილი

1753455447

საზოგადოება

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი: წელს ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა

მიმდინარე წლის 6 თვეში, ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებულია 313,524 TEU კონტეინერი, რ...

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორიფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი