მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები დაესწრნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენმა საამაყო კალათბურთელებმა თავდადების, თავდაუზოგავი ვარჯიშის, ბრძოლის ჟინის კვალდაკვალ მიაღწიეს, გუნდური სულისკვეთებისა და ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარეობს, რისთვისაც პრეზიდენტმა მათ მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა.
„მინდა, გისურვოთ წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. ვიცი, ხვალიდან იწყება მომზადება. მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას.
თქვენ მაგალითს აძლევთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ამისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მე ვიცი, თუ რამხელა შრომის ხარჯზე ხდება ამ შედეგების მიღწევა და როგორი განსაკუთრებულია ჩვენთვის, ამ პატარა ქვეყნისთვის სპორტული შედეგები და ეს აისახება ნებისმიერი სფეროს განწყობაზე. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების წევრებს ქვეყნის ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისათვის გადაეცათ.
საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ: გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცათ: ვიქტორ სანიკიძეს, ლაშა გამყრელიძეს, დავით საყვარელიძეს, ვლადიმერ ბოისას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რატი ანდრონიკაშვილს, მიხეილ ბერიშვილს, ბექა ბექაურს, გოგა ბითაძეს, ბექა ბურჯანაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, დავით კაკუშაძეს, გიორგი კორსანტიას, ლუკა ლიკლიკაძეს, ილია ლონდარიძეს, ლუკა მაზიაშვილს, გიორგი ოჩხიკიძეს, რევაზ როგავას, დუდა სანაძეს, სანდრო სანაძეს, გიორგი ტურძილაძეს, ალექსანდრე ფევაძეს, ოთარ ფხაკაძეს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ალექსანდრე ირაკლი მამუკელაშვილს, თადუს დევაინ მაქფადენს, მათე ხატიაშვილს, კამარ მალიკ ბოლდუინსა და ჯოზეფ ელიოტ (ჯუნიორ) თომასონს.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი პრეზიდენტმა გადასცა: გივი სანაძეს, პაატა ლობჟანიძეს, თორნიკე გოგიჩაიშვილს, თეიმურაზ ხვედელიძეს, ზურაბ სულეიმანაშვილს, ბიაჯიო დი ჯორჯიო ჯიანიტოს, გიორგი ბუცხრიკიძეს, პაატა გურასპაულს, ნინო გურულს, გიორგი ზაბახიძეს, თათია მიმინოშვილს, თამარ რუაძეს, ნინო ხუციშვილს, ირაკლი პერტაიას, ლუკა წიტაიშვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს, ქეთევან კეკელიას, ირინა სომოვას, თათია ბაციაშვილსა და შალვა ონიანს.
1753466972
ახალი ამბებიშალვა გოგოლაძე: მადლობა სანდრო ბაზაძეს ამ ემოციისთვის - მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული
სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა. „მადლობა სანდროს ამ ემოციისთვის, მადლობა ყველას, ვისაც ამ დიდ მიღწევაში თითო აგური აქვს დადებული. განსაკუთრებულად მინდა ს...
1753462546
სპორტიპრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპი...
1753459352
სპორტისანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო
თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ის პი...
1753457195
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არა თუ ე.წ მეგობარი აქტი ნახავს დღის სინათლეს, არამედ ჩვენ აშშ-თან ამ იდეოლოგიური თანხვედრის პირობებში გვექნება შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო კავშირი
თუკი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, გააჩნია იდეოლოგიური თანხვედრა, თან ძალიან მაღალი დოზით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი - მოუსმინეთ მის რიტორიკა...
1753455447
საზოგადოებაფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი: წელს ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა
მიმდინარე წლის 6 თვეში, ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებულია 313,524 TEU კონტეინერი, რ...