კახა კალაძე: არავის ვებრძვით და არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას

„თუ ხალხს უნდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებზე მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ისე, რომ ვიღაც დიდმა ბიძიებმა გარედან გადაწყვიტონ შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ მათი აგენტურა - ასე ვერ იქნება, წარმოუდგენელია. არ არის ეს სწორი ფორმა, არსებობს დემოკრატიული პროცესი - არჩევნები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო დღეს ძლიერია როგორც არასდროს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს.

„ჩვენ არავის ვებრძვით და არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და მის ინტერესს. რა თქმა უნდა, გვინდა ევროპასთან მეგობრობა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობა, მეტი არაფერი. ორმაგი სტანდარტები, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია. რაც ევროპისთვის არის მისაღები - თურმე იქ შეიძლება მიიღო კანონები, თუნდაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოსთვის არ შეიძლება იმიტომ, რომ ხალხი გააკონტროლებს თანხებს, რომლებიც მიდის ეკლესიის წინააღმდეგ, ხმარდება რევოლუციის განხორციელებას, სახელმწიფო გადატრიალებას, სისხლის ღვრას და ა.შ. ასე ვერ იქნება. დღეს ქართული სახელმწიფო ძლიერია როგორც არასდროს, დაიცავს ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მან აღნიშნა, რომ მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის პრიორიტეტი არა პირადი კომფორტი, არამედ ქვეყნის ინტერესების გატარებაა.

„არანაირი პრობლემა არ შემქმნია, ჩვეულებრივად ხვალაც მივდივარ ევროპაში. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის არის სამშობლო, საქართველოს ინტერესების დაცვა, ქვეყნის ინტერესების გატარება და ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა თბილისის მერმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტი ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან.

„ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესს. ბიუროკრატია, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ევროპულ ღირებულებებთან, საერთოდ აცდენილია ყველაფერს. პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავს, პირდაპირ გეუბნებიან, რომ ადგე და კედელს დაეტაკო, მაშინ, როცა იცი, რომ ამით საკუთარ თავსა და ქვეყანას დააზიანებ, ეს მიუღებელია. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია და წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტები. მოლდოვა არის საუკეთესო მაგალითი. ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომელიც მთელი რიგი პარამეტრებით 20-30 წლით უკან არის საქართველოზე, რომელიც დსთ-ს წევრი ქვეყანაა და მას ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751294372

ახალი ამბები

ზარქუა: ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ნონსენსია, ეს სიგიჟეა, წარმოიდგინეთ, ამათ ჰქონდათ ქვეყნის მართვაზე პრეტენზია

 უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ, ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა. ეს ნონსენსია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმი...

ირაკლი ზარქუა

1751294288

საზოგადოება

ნათია მოდებაძე: მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამებია საკმარისი იმ მუშაობის შესაფასებლად, რომელსაც კახა კალაძე, პირადი გადაწყვეტილებებითა და მისი გუნდი დიდი ძალისხმევის შედეგად ახორციელებენ

 კახა კალაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარადგინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე წერს. როგორც...

ნათია მოდებაძე

1751289905

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7236 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1751288883

ახალი ამბები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლებ...

გივი მიქანაძე

1751288742

ახალი ამბები

პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება

მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „საქართველოს პრე...

პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება