პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება

მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

„საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია მოწვეული იქნება 2025 წლის პირველი ივლისის 12 საათიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 1 და 2 ივლისს გაიმართება.

მიმდინარე კვირას, პარლამენტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე დაჩქარებული წესით იმსჯელებს.

ასევე, პარლამენტი განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს.

განსახილველ საკითხთა შორის იქნება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი.

პარლამენტი ასევე იმსჯელებს - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751306241

ახალი ამბები

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. რვა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც შიმშილობა ელენე ხოშტარიასთან ერთად გედევან ფოფხაძემაც შეწყვიტა. რვა ოპოზიციურ...

  ელენე ხოშტარია

1751304338

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს

უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...

ირაკლი ზარქუა

1751303273

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი

ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...

ლევან მახაშვილი

1751303239

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ

ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...

გურამ მაჭარაშვილი

1751303207

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს

ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...

დავით მათიკაშვილი