კახა კალაძე დონალდ ტუსკის განცხადებაზე: შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან საწყენია - საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის

„ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ეს დამოკიდებულება შეიცვლება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით შანტაჟი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა და ყველასთვის ცნობილია, თუ რა არის ამის მიზანი.

„შანტაჟი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვისმენთ, გრძელდება, განსაკუთრებით ეს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და გაჩაღდა ომი. ვიცით, თუ რა იყო წინაპირობა, რას ითხოვდნენ საქართველოსგან - ეს იყო მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა. გარდა ამისა, არ დავაკონკრეტებ სახელსა და გვარს, ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი გვაშანტაჟებდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო მზადყოფნაში დაეწყო და გაეჩაღებინა ომი რუსეთის წინააღმდეგ, ამასთანავე, უნდა მივერთებოდით სანქციებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცავდით ქვეყნის ინტერესებს და დღესაც ეს პოლიტიკა და ეს დამოკიდებულება გვაქვს, გვინდა მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ის იმედოვნებს, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით მალე შეიცვლება.

„ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ეს დამოკიდებულება შეიცვლება.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და, პირველ რიგში, ჩვენს დამოუკიდებლობასა და ქართველ ხალხს უნდა სცენ პატივი“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749842582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...

საქართველოს საგარეო უწყება

1749842428

მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...

ისრაელის ოფიციალური პირი

1749840493

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა

მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...

ისრაელიისრაელი

1749839466

მსოფლიო

მედია: ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს - აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში

ისრაელის სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭ...

 ისრაელი ისრაელი

1749837185

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება

ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „საფასურთან დაკავშირებით, მე ვთქვი, რომ საფასური იქნება და ჩვენ ვცდილობთ მის შემცირებას...

ნეთანიაჰუ