კახა კალაძე: ზოგიერთ მედიას ერთი სიუჟეტი გაუკეთებია ავარიული კორპუსებისთვის რა პროგრამას ვახორციელებთ? უბედურება რომ მოხდება, მხოლოდ მაშინ გამოდიან და ხელს მერიისკენ იშვერენ

„დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სამწუხაროდ, მომხდარის შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და პოლიტიკური სპეკულაციები წამოვიდა.

„სამწუხაროდ, თბილისში სხვადასხვა ავარიულობის მქონე 10 000-მდე შენობა-ნაგებობა გვაქვს. აქ ცხოვრობს ხალხი. ყველაზე დიდი პრობლემაა, ხალხის გამოყვანა, რადგან შეთანხმება ვერ ხდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რითაც ავარიულ სახლებს ვანაცვლებთ. ბევრი განხორციელდა, ზოგი პროცესშია, მაგრამ გამოწვევები არსებობს. საუბარი იყო შემოღობვაზე. როგორ უნდა შემოღობო კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ? ასევე, საუბრობთ იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე აგვეკრძალა ვაჭრობა. ეს რომ გაგვეკეთებინა, გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ თბილისის მერია გაჭირვებულ ხალხს ხელს უშლისო.

ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია. ყველაფერს ცდილობთ ჩემს წინააღმდეგ, რომ არა ნორმალური და ცივილური ხერხებით დამამარცხოთ, არამედ სიბინძურით. ყველაფერი იკადრეთ ბოლო წლებში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. თქვენ არც ადამიანების ბედი გაინტერესებთ. ერთი სიუჟეტი თუ გაგიკეთებიათ, რა პროგრამებს ახორციელებს მერია ამ მიმართულებით? თქვენ მხოლოდ და მხოლოდ უბედურება რომ მოხდება, მაშინ გამოდიხართ, რომ პოლიტიკურად დამაზიანოთ, ხელი მერიისკენ გაიშვიროთ. ყველაფერს შესაბამისი სახელი უნდა დავარქვათ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მომხდარი ფაქტის სხვისთვის გადაბრალებას.

„ასევე, თქვენ დაიწყეთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ხალხს რაღაცას ვაბრალებდი. ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს მიკადრებია. პირიქით, მე ვსაუბრობ კონკრეტულ არსებულ სიტუაციაზე, რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით. თქვენ მოსმენა და გააზრება არ გინდათ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული ქალაქი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საცხოვრებელი კორპუსებით.

 

წინა დღეებში ვისაუბრე, რომ გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები, შეთავაზება. თქვენ კი გამოგყავთ ადამიანი და ტყუილს ალაპარაკებთ, რომ თითქოს მასთან არავინ მისულა და არაფერი შეუთავაზებია. ზუსტად ნახევარ საათში დაიდო კონკრეტული ფოტო სურათი ამ კონკრეტული ადამიანის ხელის მოწერით“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752764376

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექ...

მარიამ ქვრივიშვილ

1752762476

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ეს ჩვენთვის მიუღებელია

ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ასეთი ქმედებები...

თენგიზ შარმანაშვილი

1752762347

საზოგადოება

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...

გენ პროკურატურა

1752760343

ახალი ამბები

ადიგენში კაცი მოკლეს - „ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1974 წელ...

პოლიცია

1752758709

ახალი ამბები

გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა

გონიოში მრავალსართულიანი შენობის საყრდენი რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 1 ადამიანი დაშ...

გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა