კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო - „მთელ მსოფლიოს დავანახეთ, თუ რა შეუძლია ერთობას“

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

პანაშვიდს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„10 წელი გავიდა იმ მძიმე ტრაგედიიდან, რომელიც თბილისს 2015 წლის 13 ივნისს დაატყდა თავს. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს. თუ გავიხსენებთ, მართლაც ძალიან მძიმე იყო ის, რაც 13 ივნისს ხდებოდა, თუმცა პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, როდესაც ყველა - დიდი და პატარა გაერთიანდა იმისთვის, რომ მხარში დასდგომოდა ჩვენს დედაქალაქს. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, თუ რა შეუძლია ერთობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მემორიალთან, დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749842582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...

საქართველოს საგარეო უწყება

1749842428

მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...

ისრაელის ოფიციალური პირი

1749840493

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა

მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...

ისრაელიისრაელი

1749839466

მსოფლიო

მედია: ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს - აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში

ისრაელის სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭ...

 ისრაელი ისრაელი

1749837185

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება

ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „საფასურთან დაკავშირებით, მე ვთქვი, რომ საფასური იქნება და ჩვენ ვცდილობთ მის შემცირებას...

ნეთანიაჰუ