კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა.

მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა.

სახლის გასაღები ოჯახს საზეიმო კონცერტზე გადაეცა, რომელიც, ტრადიციულად, ძველით ახალ წელს, კახა კალაძის ინიციატივით ტარდება. კონცერტს, რომელიც სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო.

„ეს ტრადიცია 2012 წლიდან დავამკვიდრეთ. ყოველ წელს ვიკრიბებით სამტრედიაში, ტარდება საახალწლო კონცერტი და პარალელურად, საქველმოქმედო ღონისძიება, რომელზეც ოჯახებს ვაბედნიერებთ. რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია წელსაც არ დაირღვა. მინდა, ყველა იმ კომპანიას, ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩემთან ერთადაა ჩართული ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში და გასულ წლებშიც იყო ჩართული. მოქალაქეების მხარდაჭერასა და თანადგომას ყოველთვის გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე კომპანია „არქისგან“ და ერთ-ერთი ბიზნესმენისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო.

„რვა წელია მარტო ვზრდი სამ შვილს. ამას ემატებოდა უსახლკარობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს მე და ჩემს შვილებს, ბატონმა კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა საცხოვრებელი სახლი. მადლობა მას ჩემი ოჯახის სახელით“, - განაცხადა გოჩა ადეიშვილმა.

საზეიმო კონცერტზე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738949020

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა

რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...

ვლადიმერ ბოჟაძე

1738947079

მსოფლიო

ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში თითქმის 11 000 მიგრანტის დეპორტირება განხორციელდა

 20 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა, მექსიკამ შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული თითქმის 11 000 ადამიანი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს მექსიკის...

აშშ

1738944096

მსოფლიო

ორბანი სოროსის ქსელზე: მათი მიზანი ნათელია - მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხის ინტერესებს

უნდა გავწმინდოთ უნგრეთი სოროსის ქსელისგან, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „მათი მიზანი ნათელია: მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხ...

ვიქტორ ორბანი

1738942252

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტ...

 მოძრაობა აკრძალულია

1738936206

მსოფლიო

აშშ მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მასობრივი ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ექვს ვაგონიანი მატარებელი SEPTA ფ...

ცეცხლი გაუჩნდა