კახეთის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე რვა პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული შ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ო., 1981 წელს დაბადებული ზ.ღ., 1997 წელს დაბადებული ბ.ტ., 1986 წელს დაბადებული მ.მ., 1990 წელს დაბადებული რ.მ. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ვ.ს., ასევე, 1976 წელს დაბადებული შ.შ.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 1970 წელს დაბადებულ გ.გ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს.
ამავე დაპირისპირებისას ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს 1994 წელს დაბადებული ა.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 225-ე და 117 -ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1751551307
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7203 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1751547534
ახალი ამბებისასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს...
1751546469
ახალი ამბებიიტალიაში ძლიერი სიცხის გამო 5 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში ერთ კვირაზე მეტია ძლიერი სიცხეებია, კერძოდ, იტალიის კუნძულ სარდინიაზე ბოლო დღეებში ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა. მედიის ცნობით, ძლიერმა სიცხემ, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ი...
1751545694
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ...
1751543418
ახალი ამბებიკახა კალაძე: მინდა, აბიტურიენტებს ვუსურვო წარმატება და დასახული მიზნის მიღწევა, ეს სწორედ ის თაობაა, რომელმაც საქართველოს შენებაში მნიშვნელოვანი აგური უნდა დადოს
თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აბიტურიენტების მომავალი...