მაია ბითაძე: საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთოს სანდოობას აზიანებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიიღო მონაწილეობა.
როგორც მაია ბითაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს.
„მაქვს პატივი, ვისაუბრო საქართველოს სახელით, იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ევროპის მასშტაბით მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. იმის ფონზე, როდესაც ომი ჩვენი რეგიონის საზღვრებს ცვლის - უკრაინიდან შუა აღმოსავლეთამდე, საქართველო, დიდი წნეხის მიუხედავად, სიმშვიდის იშვიათ კუნძულად რჩება. ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს, ინსტიტუციურ განვითარებას და არა პოპულიზმს, გრძელვადიან პროგრესს და არა მოკლევადიან პროვოკაციებს. მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისათვის“. - აღნიშნა მაია ბითაძემ.
მისივე განცხადებით, ეუთო-ს როლის დაკნინება პოლიტიზებული დაკვირვებისა თუ შერჩევითი კრიტიკის გზით, საქართველოს მიმართ მხოლოდ უსამართლო მიდგომას არ წარმოადგენს, არამედ იგი ძირს უთხრის ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებსა და კოლექტიურ უსაფრთხოებას.
„საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთო-ს სანდოობასა და არსს აზიანებს. ასეთი განცხადებები ასახავს იმ რადიკალური ოპოზიციური ძალების რიტორიკას, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და რისკის ქვეშ აყენებს ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს და თავი შეიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევისაგან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს, საქართველოს მიმართ კრიტიკული მოსაზრებები ისმის იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც დასავლური ქვეყნები თავად იყენებენ საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად.
„რაც ბრიტანეთში, შვედეთსა და კანადაში მიჩნეულია დანაშაულად, არ შეიძლება მიჩნეული იყოს პოლიტიკურ დევნად საქართველოში. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ ცინიზმია მისი ნამდვილი გამოვლინებით. იგი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და ასუსტებს გლობალური პარტნიორების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.
დეზინფორმაცია და გარე მანიპულაციები, ასევე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში, ხელს არ უწყობს მშვიდობასა და დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში და მათ საფრთხეს უქმნის. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
1751573827
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის
რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...
1751573797
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან
გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...
1751572516
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ
„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...
1751572471
საზოგადოებაპრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა
პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...
1751572386
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება
ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...