„კანონები მიმართულია არა შეკრებისა და აზრის გამოხატვის წინააღმდეგ, არამედ მათი გამოხატვის ძალადობრივი მეთოდების წინააღმდეგ“ - ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი, პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებულ ახალ კანონპროექტებს მედიასთან გამოეხმაურა.

დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალი კანონებით არანაირი საფრთხე არ ემუქრება აზრის გამოხატვასა და შეკრების თავისუფლებას. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტები მიმართულია აზრის გამოხატვისა და შეკრებების დროს ძალადობრივი ქმედებებისგან თავის არიდების მიზნით.

„შეკრება-მანიფესტაციას ანუ აზრის თავისუფალ გამოხატვას და მედიის თავისუფლებას ამ კანონების მიხედვით არანაირი პრობლემა არ შეექმნება იმიტომ, რომ ეს კანონები მიმართულია არა შეკრებისა და აზრის გამოხატვის წინააღმდეგ, არამედ მათი გამოხატვის ძალადობრივი მეთოდების წინააღმდეგ. კანონები, თავისთავად, იმიტომ კი არ მიიღება რომ ვინმე დაისაჯოს, არამედ კანონს აქვს, უპირველეს ყოვლისა, პრევენციის მიზანი. რას ნიშნავს ეს? მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამ კანონების მიღებას აპროტესტებენ გვეუბნებიან - ჩვენ კანონი უნდა დავარღვიოთ და ამიტომ, ნუ იქნება კანონი მკაცრი, შეგვირბილეთ სადამსჯელო ღონისძიებებიო? ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. კიდევ გავიმეორებ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების გამოხატვის დაცვა ძალადობრივი მეთოდებისგან,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა მედიასთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739265339

ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 591 ათასი ადამიანია. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პ...

იტალია

1739262605

ახალი ამბები

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ...

კორუფცია

1739260671

ახალი ამბები

„თბილისი ენერჯი“ გაზის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. კომპანია აბონენტებს თხოვნით მიმართავს, გადაკეტონ გაზის ონკანები. „თბილი...

„თბილისი ენერჯი“

1739257999

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები

 დღეს დაიწყო გლობალური მთავრობათა სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მონაწილეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის...

მარიამ ქვრივიშვილი

1739219255

მსოფლიო

„გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს“ - ილონ მასკი

გამოიკვეთა არარჩეული ბიუროკრატიის მასობრივი ძალისხმევა, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს არჩეულ პრეზიდენტს, კონგრესსა და სენატს, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში ა...

ილონ მასკი