„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა“ - დავით ჩიხელიძე

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა, თანხები დაიხარჯა ისეთ პროცედურებში როგორიცაა გამაჯანსაღებელი აქტივობები, აიფონი ბოკუჩავასთვის, მზარეულის მომსახურება და ა.შ., - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლუსტრაციაა. ამასთან, ექსპერტით თქმით, სააკაშვილის მხარემ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ერთი წონადი ფაქტიც ვერ წარადგინა მაშინ, როცა პროკურატურამ არაერთი მტკიცებულება წარუდგინა სასამართლოს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა, თანხები დაიხარჯა ისეთ პროცედურებში როგორიცაა გამაჯანსაღებელი აქტივობები, აიფონი ბოკუჩავასთვის, მზარეულის მომსახურება და ა.შ.

დღეს საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მასთან ერთად ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილება, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ლუსტრაცია არის, რომელთა მართვის პერიოდში, დანაშაულს, სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ა.შ. სისტემური ხასიათი ჰქონდა. ბრალდების მხარემ პროცესზე სააკაშვილის ბრალეულობის დამამტკიცებელი, არაერთი მტკიცებულება წარადგინა, სააკაშვილის მხარემ კი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ერთი წონადი ფაქტიც ვერ წარადგინა. ფაქტების და საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია,“ - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741790317

საზოგადოება

ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...

სასამართლო

1741790185

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...

მარიამ ლაშ

1741788989

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიან

1741785744

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1741784754

ახალი ამბები

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...

პოლიცია