ლადო სადღობელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე პრემიერის განცხადების შესახებ: ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად
„პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასა და საწვავის შესაძლო მიწოდებაზე არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსმჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითი“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხორციელდება „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ჩარჩოებში და პრემიერის ეს პოზიცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს მომავალი შენდება ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მშვიდობიანი განვითარების ფუნდამენტზე!
„კონფლიქტის მოგვარება პირველ რიგში იწყება ადამიანებზე ზრუნვით. აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება. ქვეყნის გამთლიანება და ნდობის აღდგენა მიიღწევა არა აგრესიული რიტორიკით, არამედ კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯებით. ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა გაწყვეტილი ხიდების აღსადგენად და ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხორციელდება „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ჩარჩოებში. ეს არის ზუსტად გათვლილი ბალანსი მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე. მშვიდობიან გაერთიანებას, დიალოგსა და შემორიგებას ალტერნატივა არ აქვს. პრემიერის ეს პოზიცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს მომავალი შენდება ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მშვიდობიანი განვითარების ფუნდამენტზე!“, - წერს სადღობელაშვილი.
1786626407
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6181 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1786625129
ახალი ამბებისაარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 12 აგვისტოს ქუთა...
1786625023
ახალი ამბებისაქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა, - ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დიპლომატიურ კარიერამდე და საქართველოში გამოჩენამდე, ბარბარა ფოსმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინ...
1786623320
ახალი ამბებიშსს – დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის შემდეგაც სასაზღვრო პუნქტ „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა
დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცე...
1786621931
ახალი ამბებიბათუმში ბოტანიკურ ბაღთან, მატარებელი ქალს დაეჯახა - იგი ადგილზე დაიღუპა
ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ცნ...































