პროკურატურამ სოფელ კაბალში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ორი პირი, განზრახ მკვლელობის მიზნით, თავს დაესხა კაბალის ბაზრის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მაღაზიის მფლობელი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე, ადგილზე მყოფი პირის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და 109-ე მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1751038020
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას, მთავარი ამოცანაა ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია
„ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ო...
1751035452
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ჯერ ვერ აღიქვამენ იმას, რომ „ლელოც“ და ბატონი გახარიას პარტია იგივე ძალებს ემსახურებიან და ფსონს მათზე აკეთებენ
ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის - როგორც დაუგეგმავენ, ისე მიიღებენ მონაწილეობას. თუ ეტყვიან, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს, არ მიიღებენ მონაწილეობას, რასაც ისინი აცხადებდნენ თვეების განმავლობაში...
1751035331
საზოგადოებაორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის...
1751034450
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ასე რომ, ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში ეს საკითხი არ არის
„როცა ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე, ეს არ არის მხოლოდ დემოგრაფიული აღწერა - რამდენი დაიბადა თუ გარდაიცვალა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანაში შობადობა დაბალია, ეს სამწუხაროდ ნამდვილად ასეა,...
1751030792
საზოგადოებაპრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება
ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...