„ძალიან კარგია ის, რომ აშშ აგრძელებს ევრობიუროკრატების მხილებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც „ქართული ოცნება“ 4 წლის განმავლობაში საუბრობდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ სიტყვასიტყვით იმეორებს იმ პრეტენზიებს, რაც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ევრო ბიუროკრატებთან.
„ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით იმეორებს აშშ იმ პრეტენზიებს, რა პრეტენზიებიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ევრობიუროკრატებისადმი. ჩვენ ეს ვიხილეთ სქართველოს მაგალითზე ყველაზე მკაფიოდ, როდესაც 2024 წელს მათი ელჩი პირდაპირ მოწოდებას აკეთებდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ქართული ოცნებისთვის“ არ უნდა მიეცა ქართულ საზოგადოებას ხმა“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
ეკა სეფაშვილი ევროპელი ლიდერების ინიციატივაზე, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან: უნებურად გვახსენდება, როგორ ამუნათებდნენ საქართველოს იმისთვის, რომ არ შევწყვიტეთ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად
1770284656
საქართველოს პრეზიდენტი მილანში იმყოფება - მილანის ლინატეს საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
1770284031