ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში აცხადებს, რომ სანქციები „არ არის წამალი“ და მათზე გვერდის ავლა ყოველთვის იქნება შესაძლებელი, თუმცა, მათ „მნიშვნელოვანი გავლენა“ აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე

დასავლეთის სანქციებს „მნიშვნელოვანი გავლენა“ აქვს რუსეთის ეკონომიკაზე, - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავამდე.

ო’სალივანი Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციები „არ არის წამალი“ და მათზე გვერდის ავლა ყოველთვის იქნება შესაძლებელი, თუმცა, ამტკიცებს, რომ ოთხი წლის შემდეგ დარწმუნებულია, რომ სანქციებს ეფექტი აქვს.

„მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ სანქციებმა მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე“, - განუცხადა მან Guardian-ს.

ო’სალივანის თქმით, ომზე დაფუძნებული ეკონომიკა შესაძლოა „არამდგრადი“ გახდეს.

„შესაძლოა, 2026 წლის განმავლობაში მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც მთელი ეს საკითხი არამდგრადი გახდება, რადგან რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი იმდენად დამახინჯდა სამოქალაქო ეკონომიკის ხარჯზე ომის ეკონომიკის აშენებით. ვფიქრობ, ეკონომიკური გრავიტაციის კანონების უგულებელყოფა დიდხანს ვერ გაგრძელდება.“- აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

„ო’სალივანი ამ განცხადებებს აკეთებდა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური თავდასხმების შემდეგ - მაშინ, როცა ქვეყანა ცივ ზამთარს უმკლავდება - კიევში ტემპერატურა ამ კვირაში -20°C-მდე დაეცა.

მისი თქმით, უკრაინელმა კოლეგებმა უთხრეს, რომ რუსეთმა გასულ თვეში 2025 წლის იანვართან შედარებით ორჯერ მეტი დრონისა და რაკეტის გაშვება შეძლო.

თუმცა, ვლადიმერ პუტინის საომარ მანქანას თავისი დანაკარგები მოჰყვა ფართო ეკონომიკისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ომის პირველი დღეების შემდეგ ყველაზე დიდ ზეწოლას განიცდის. ნავთობის შემოსავლები მკვეთრად ეცემა, ინფლაცია დაახლოებით 6%-ია, ხოლო საპროცენტო განაკვეთები 16%-ია“, - აღნიშნავს Guardian-ი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770282786

მსოფლიო

გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი იორგ დორნაუ დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა საქსონიის მიწის პარლამენტის წევრი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, იორგ დორნაუ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია...

იორგ დორნაუ

1770282249

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე „სფერო ინვესტის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ იურიდიული პირის (შპს „სფერო ჰოლდინგი“/„სფერო ინვესტი“) წარმომადგენლების მიერ დიდი ოდენობით თანხის თა...

პროკურატურა

1770279772

ახალი ამბები

სამტრედიაში ყველის ორი არარეგისტრირებული საწარმო გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. სააგენტოს ინფორმაციით, ინდმეწარმე ზ. გ. (მის: ჩეხოვის ქ. №4) ნედლი რძის თერმულ გ...

ყველის საწარმო

1770278540

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს უკრაინა და ახლა აცხადებენ, რომ თურმე რუსეთთან საუბარი ყოფილა საჭირო, სწორედ ეს აქტორები აბსოლუტურად ყველას უკრძალავდნენ რუსეთთან საუბარს და დიპლომატიის გზით კონფლიქტის დასრულებას

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუსეთთან დიალოგის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების პოზიციის ცვლილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს მათ უპასუხისმ...

ლევან მაჭავარიანი

1770278456

მსოფლიო

დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთს პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის კანცელარია სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. „პრემიერ, დონალდ ტუსკის ვიზიტი კიევში დაიწყო“, - აღნიშნუ...

დონალდ ტუსკი