პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე „სფერო ინვესტის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ იურიდიული პირის (შპს „სფერო ჰოლდინგი“/„სფერო ინვესტი“) წარმომადგენლების მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირი წარმოადგენდა შპს „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს და 100%-იანი წილის მფლობელს. აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდნენ და გივი წულეისკირთან თანამშრომლობდნენ გიორგი მურუსიძე და სოფიკო პეტრიაშვილი.
„ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ შპს „სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - „სფერო ინვესტი“. ორგანიზაციაში დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ახორციელებდნენ ერთობლივად. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული თაღლითური მიზნის მისაღწევად ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებს მათი დარწმუნებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მოზიდვის პროცესს უძღვებოდა სოფიკო პეტრიაშვილიც.
გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე „სფერო ინვესტის“ სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის“, აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი“-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა, „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. „კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს.
გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა ზემოაღნიშნული ხერხით ოთხასორმოცდაათ მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე შეტანილი თანხის დაბრუნების ნაწილში და ოცდაცხრა მილიონზე მეტ (29 073 000) ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 4 თებერვალს დააკავეს სოფიკო პეტრიაშვილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გივი წულეისკირს და გიორგი მურუსიძეს ბრალდება 2025 წლის 10 ნოემბერს წარედგინათ და მათ პატიმრობა შეეფარდათ. გიორგი მურუსიძე საზღვარგარეთ დააკავეს, როგორც ძებნილი პირი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულების მიერ მოტყუებული სხვა პირების დადგენის მიზნით. შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა, გაიზარდოს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
1786345454
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ
არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...
1786344809
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...
1786344347
ახალი ამბები„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...
1786342669
მსოფლიოტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეჭვმიტანილი კი დაკავებულია
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე სამთავრობო ოფისში სროლა იყო, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრო...
1786340627
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იყოს ტორპედირებული
გამოძიება ჩაუღრმავდება თუ რა მოტივები იყო და რა წყაროებს ეყრდნობოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბარამიძის გ...































