ეკა სეფაშვილი ევროპელი ლიდერების ინიციატივაზე, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან: უნებურად გვახსენდება, როგორ ამუნათებდნენ საქართველოს იმისთვის, რომ არ შევწყვიტეთ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა ლატვიისა და ესტონეთის ლიდერების ინიციატივას, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. სეფაშვილის აზრით, ღიმილისმომგვრელია ფაქტი, რომ ევროპელი ლიდერებისთვის ახლა გახდა რუსეთი ევროპის ნაწილი და ზოგიერთი მათგანი მზადაა, თავად ჩართოს მოლაპარაკებებში: „ღიმილისმომგვრელია ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს მზად არიან თავად იყვნენ წარგზავნილნი რუსეთთან დიალოგის დასაწყებად“, - განაცხადა სეფაშვილმა.
მისი აზრით, ევროპელების მსგავსი განცხადებები გვესმის იმის ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს „ამუნათებდნენ“ რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობის გაგრძელების გამო.
„რა თქმა უნდა, აუცილებელია ომის მონაწილეებს შორის სწორედ დიალოგის გზით მოხდეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და არ იყოს ეს დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან. თუმცა, ღიმილისმომგვრელია ევროპელების განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით - რომ ახლა გახდა რუსეთი ევროპული ქვეყანა და საჭიროა მასთან დიალოგი. ასევე, ღიმილისმომგვრელია ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს მზად არიან თავად იყვნენ წარგზავნილნი რუსეთთან დიალოგის დასაწყებად. უნებურად გვახსენდება, თუ როგორ ამუნათებდნენ საქართველოს მხოლოდ იმის გამო, რომ არ შევწყვიტეთ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - თქვა ეკა სეფაშვილმა.
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...
1788636454
მსოფლიოვლადიმერ პუტინი კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა
„ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა“, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშე...
1788634125
ახალი ამბებიწყალბურთში „აპოლომ“ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი სერბი თავდამსხმელი დაიმატა
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „აპოლო“ ჩამპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა – „აპოლოში“ სერბი წყალბურთელი, ოლიმპიური და ევროპის ჩე...
1788632987
ახალი ამბებიზუგდიდის მერიის მხარდაჭერით 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები ურეკში დაისვენებენ
ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები , რომლებიც პედიატრების ჩვენებით, სა...






























