ლევან მაჭავარიანი ჯაფარიძის საქმეზე ელჩების განცხადებებზე: როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ცდილობენ, მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ

როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ, რომ მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე რამდენიმე ელჩის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
ლევან მაჭავარიანის თქმით, მათი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია.
„ყველაზე გახმაურებულ, რეზონანსულ საქმეებზე მაქვს საუბარი, რასაც რაღაც პოლიტიკურ იარლიყს აწებებდა დიპლომატიური კორპუსი და ბრიუსელის ბიუროკრატია. ყველა ეს საქმე გასაჩივრდა, შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, სტრასბურგის სასამართლოში. აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ის, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით, მაგრამ ბოდიში ჩვენ არავისგან მოგვისმენია, ვინაიდან ისინი თვლიან, რომ საბოდიშო არაფერი აქვთ.
როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ, რომ მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ, მაგრამ ვხედავთ მათ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვისაც, ჩვენი საზოგადოებისთვისაც. პირველ რიგში, ეს მათთვის არის კონტრპროდუქტიული, ვინაიდან ისინი თვითონვე აკნინებენ და თვითონვე აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ზოგიერთი დიპლომატისგან დაშვებული შეცდომების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. შალვა პაპუაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე რამდენიმე ელჩის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. პაპუაშვილი წერს, რომ „მოსმენილი განცხადებები იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს გვახსენებს, რომლითაც უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან“.
1748097175
ახალი ამბებიჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ წერილში სი ძინ პინი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ჩ...
1748093462
ახალი ამბებიჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჩინეთის პრემიერი მისალოც წერილში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის...
1748091703
სპორტისანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იასპარეზებს
მადრიდში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა. ბაზაძემ ტურნირზე ჯერ იტალიელი მოფარიკავე 15:11 დაამარცხა, შემდეგ კი რუმინელ...
1748089472
ახალი ამბებიჩიხელიძე: დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში დააკავეს აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა, აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა?
დასავლეთი, ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა. აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თა...
1748087300
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა ისჯება მძიმედ და პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია - ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია
ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, - წერს ანალიტიკო...