ზვიად შალამბერიძე: 26 მაისი არის ქვეყნის და ყველა ქართველისა ზეიმი, ამიტომ ეს დღე ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - ვისაც რადიკალიზაცია უნდა, წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან და სხვაგან მოიყარონ თავი

ზვიად შალამბერიძე 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ 26 მაისი არის ქვეყნისა და ყველა ქართველისა ზეიმი, ამიტომ ეს დღე ყველამ ერთად უნდა იზეიმოს.

„26 მაისი არის ყველა ქართველისა და ქვეყნის ზეიმი, ამიტომ ეს დღე ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ოპოზიციამ რომ ისეთი რადიკალური ნაბიჯები გადადგას, რომელიც 26 მაისის აღნიშვნას ხელს შეუშლის, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის უნარი და რესურსი არ აქვთ. ყოველთვის ცდილობენ, რომ მაშველი რგოლი მოიშველიონ იმ უცხოელი ევროპარლამენტარების სახით, რომლებიც ჩამოდიან და ვითომ რაღაცას აკეთებენ ისეთს და აჩვენებენ ჩვენ მოქალაქეებს, რომ გარკვეული ევროპარლამენტარები თითქოს მათ გადაწყვეტილებებს გვერდში უდგას. მაგრამ ესეც არ არის ჩვენთვის ის ნიშა, რომ ამისთვის 26 მაისი და სახალხო ზეიმი ან შევზღუდოთ ან გავაუქმოთ. ისე როგორც თბილისში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შორის იმერეთშიც ძალიან მასშტაბური ღონისძიებები გვექნება. ვისაც 26 მაისის აღნიშვნა არ უნდა და რადიკალიზაცია უნდა, წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან და სხვაგან მოიყარონ თავი“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748100040

ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. „ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ დ...

მიხეილ ყაველაშვილი

1748098406

ახალი ამბები

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის Villa de Madrid-ის ჩემპიონია – ქართველმა ფინალში თურქი ენვერ ილდირიმი 15:8 დაამრაცხა. ბაზაძე შეჯიბრებაში T64-დ...

სანდრო ბაზაძე

1748097175

ახალი ამბები

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ წერილში სი ძინ პინი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ჩ...

ჩინეთის პრეზიდენტი

1748095461

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ჯაფარიძის საქმეზე ელჩების განცხადებებზე: როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ცდილობენ, მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ

როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ, რომ მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ, - ასე გამოეხმაურა ჟურნ...

ლევან მაჭავარიანი

1748093462

ახალი ამბები

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჩინეთის პრემიერი მისალოც წერილში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის...

საქართველო