ლევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა

მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სასამართლოში წაგებულ დავაზე საუბრისას.
მაჭავარიანის თქმით, ხაზარაძეს სხვა სათქმელი აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რომ გადახდილი 650 ათასი დოლარი მომსახურების მოსაკრებლის თანხად გაასაღოს.
„სხვა სალაპარაკო პარტია „ლელოს“ არ აქვს. როდესაც მათ წააგეს ყველა სასამართლო ინსტანცია საქართველოში და ქართულ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადეს, შემდეგ ეს გადაწყვეტილება პარიზის საარბიტრაჟოში გაასაჩივრეს.
პარიზის საარბიტრაჟომ დაადგინა ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულება ყველაფერში მართალი იყო და პირიქით, ბატონ ხაზარაძეს 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა.
ბატონმა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1741792583
მსოფლიოზელენსკი: უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება. „ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა მოიხსნება...
1741791084
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გლობალური ომის პარტიაზე ვსაუბრობდით, „ნაცმოძრაობა“ ქილიკით გვპასუხობდა, თუმცა ორი კვირის წინ მათ „დიფ სთეითის“ არსებობა აღიარეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ X-ზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარებს, რომ „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს, თუმცა სამი წლის განმავლობაში, სანამ მმართველი პარტია ამაზე საუბრობდა, რადიკალურ...
1741790317
საზოგადოებაორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...
1741790185
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...
1741788989
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...