ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარია ერთიანად მოქმედებენ, რევოლუციური სცენარების მოწყობასაც ერთად ცდილობენ

 „შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი ჩამოვთვალო, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი ერთიან ძალას და რატომ ჰყავთ ერთი დამკვეთი“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკის“ კითხვას - მიუხედავად გიორგი გახარიას ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებებისა, რომ არ დატოვოს საპარლამენტო მანდატები და მივიდეს საგამოძიებო კომისიაზე, ის თქვენთვის მაინც რჩება კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრად?

„რანაირად არ უნდა დარჩეს, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიცია შექმნილი. ბოლო ოთხ წელსაც თუ გადავხედავთ, რაც ბატონი გახარია პოლიტიკაში შემობრუნდა, ისინი აბსოლუტურად ერთიანად მოქმედებენ, აქციებსაც ერთად აორგანიზებენ, რევოლუციური სცენარების მოწყობასაც ერთად ცდილობენ.

 

მინდა გავახსენო ჩვენს მაყურებელს, 2024 წლის დეკემბერში, ბატონი გახარიას და ბატონი სააკაშვილის სინქრონში ნათქვამი, როდესაც მან პირდაპირ დააანონსა ის, რასაც დანარჩენი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიები აანონსებდნენ, რომ პირველი ფაზა უნდა ყოფილიყო რევოლუციური სცენარი და თუ 20 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციამდე ვერ მოასწრებდნენ ამას, შემდეგი ფაზა უნდა ყოფილიყო უკვე ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია.

 

ამას წინ უძღოდა ნოემბრის შუა რიცხვებში გაგზავნილი წერილი ბრიუსელში, სადაც ოთხივე რადიკალურ პარტიას ერთად აქვს ხელი მოწერილი საქართველოს დასანქცირებაზე, სადაც პირდაპირ ეხვეწებიან ბრიუსელს, რომ ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ საქართველოსთან და მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი ჩამოვთვალო, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი ერთიან ძალას და რატომ ჰყავთ ერთი დამკვეთი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744738051

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს

 „ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1744735393

ახალი ამბები

ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო

 მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...

გვენეტაძე

1744732609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...

ყაველაშვილჯ

1744730265

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...

ტაბატაძდ

1744729905

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა