ნიკა მელია: ამ წუთის მდგომარეობით, ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას

 „ნახევარი ოპოზიციური პარტიები, ამ წუთის მდგომარეობით, სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელია არ აკონკრეტებს, რომლები არიან ეს პარტიები.

„ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მეც მათ შორის, რომ ეს არ მოხდეს, რადგან საპარლამენტო ბოიკოტის ფასი, ვფიქრობ, აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს. რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო ბოიკოტი, ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ არ იდგებოდა, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა გაეპროტესტებინა ვინმეს, თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ მიმართავდნენ. 2020-21 წლების გამოცდილება, როგორც გაკვეთილი, უნდა მივიღოთ და დიახ, ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინ საპარლამენტო ბოიკოტი თუ არ დაირღვეოდა, ის აბსოლუტურად წარმოუდგენელი პრეცედენტი ადგილობრივ არჩევნებზე როდესაც 43-პროცენტიანი ზღვარი მოიფიქრეს და ამაზე დაიყოლიეს პარტიები, ვერ შედგებოდა და ამ ქვეყანაში ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, ნიკა მელიამ განმარტა, რომ ოპოზიციაში ბევრისგან არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ არაფერი შეიცვალა, გადიან თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე.

„რაც უნდა ძალიან პატივს ვცემდე ნებისმიერ კოლეგა პოლიტიკოსს, ბოლომდე ვერ ვენდობი, ვიდრე ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე, თუ არაფერი შეიცვალა, გავდივართ თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე, პასუხი არ არსებობს. ამ კითხვას როცა სვამ და პასუხი არ არსებობს, დიახ, ეს მაფიქრებინებს, რომ ბევრი ფიქრობს. სხვა შემთხვევაში, წინ რა უდგას ამ კითხვაზე პასუხის გაცემას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768825508

ახალი ამბები

ვოლსკი რუმინეთთან შეერთების შესახებ მოლდოვის ლიდერების განცხადებებზე: წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია უარი თქვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე - რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ გადარჩენის პერსპექტივა არ აქვს?

„რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ პერსპექტივა არ გააჩნია გადარჩენის?“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სუვერენიტეტის დათმობის საკითხთან დაკავშირებით მაია სანდუ...

გია ვოლსკი

1768823903

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: კაია კალასის ქმედებები არ შეესაბამებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის იმ ჯანსაღ გარემოს, რომლის შექმნისთვისაც საქართველო წლების განმავლობაში იღვწოდა

„კარგად გვახსოვს კაია კალასის მხრიდან უამრავი უსამართლო თავდასხმა ჩვენს საზოგადოებაზე“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მა...

დავით მათიკაშვილი

1768823752

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს

ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში უკვე ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საუბარი ეხება ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისარს, - ამის შესახებ პარტია...

ააა

1768823138

ახალი ამბები

გია ვოლსკი: კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედველი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარ...

გიორგი ვოლსკი

1768820785

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი

„ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგ...

ლევან მახაშვილი