ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მხარდამჭერების ხარჯზეც არის ნაწილობრივ ჩვენი რეიტინგი გაზრდილი, ვინაიდან ოპოზიციამ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა თავის მხარდამჭერებს

„გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და შედეგები პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების მთავარი თემაა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდა მოულოდნელი არ არის.
„ჩვენი რეიტინგი კიდევ არის გაზრდილი. ეს ყველაფერი გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, შევახსენებ საზოგადოებას, რომ მას შემდეგ, რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, ბევრი რამ გამოაშკარავდა, რაზეც „ქართული ოცნება“ სამი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით. დადასტურდა, რომ პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით, აბსოლუტურად უალტერნატივო იყო.
ამასთანავე, ოპოზიციის მხარდამჭერების ხარჯზეც არის ნაწილობრივ ჩვენი რეიტინგი გაზრდილი, ვინაიდან რას აკვირდებიან ისინი? ოპოზიციამ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა თავის მხარდამჭერებს, როდესაც საპარლამენტო მუშაობაში არ მიიღეს მონაწილეობა. შემდეგ ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და ფიზიკურად ერთი მტკიცებულება ვერ დადეს. ამის შემდეგ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ რაღაცნაირად გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია, დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ითხოვენ ბრიუსელში ქვეყნის დასჯას, დასანქცირებას და ა.შ.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი რეიტინგის გაზრდა და მათი რეიტინგის შემცირება მოულოდნელი არ ყოფილა“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% - მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.
1753711920
საზოგადოებალევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევებზე: რა თქმა უნდა, აქ ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. პირადად ჩემთვის მოულოდნელი არის ის, რომ ოპოზიცია მაინც ინარჩუნებს იმ რეიტინგს, რომელიც ნაჩვენებია „გორბის“ კვლევაში
რა თქმა უნდა, აქ ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა, პირადად ჩემთვის მოულოდნელი არის ის, რომ ოპოზიცია მაინც ინარჩუნებს იმ რეიტინგს, რომელიც ნაჩვენებია „გორბის“ კვლევაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრო...
1753711854
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მთელი გუნდისთვის კახი კალაძე არის უალტერნატივო
კანდიდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ პარტიას რომ ამხელა რეიტინგი აქვს რა თქმა უნდა კანდიდატს ზურგს უმაგრებს, მაგრამ მეორე მხრივ, კანდიდატმა ასევე ზურგი უნდა გაუმაგროს პარტიას, ვინაიდან ეს არის...
1753711809
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მკვეთრად არის შემცირებული ჩვენი საზოგადოების ნდობა არა მხოლოდ ევრობიუროკრატების მიმართ, არამედ სამწუხაროდ, ევროკავშირის მიმართ. ეს ყველაფერი გამოიწვია მათმა არასწორმა საქციელმა
ეს მათთვის არის კონტრპროდუქტიული და ევრობიუროკრატები ამას უნდა ხვდებოდნენ. ვინაიდან „ევრობარომეტრის“, რომ ჩატარდა, მათ ჩაატარეს ხომ ეს კვლევა, იქ ჩანს, რომ მკვეთრად არის შემცირებული ჩვენი საზოგადოების...
1753711165
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 29 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტი...
1753709339
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება
„ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება“, - ასე...